Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 1609 articles
Browse latest View live

წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი (VII) –ტროპარი –კონდაკი

$
0
0

ნეოფიტე ურბნელი ტროპარი:

საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ნეოფიტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ ნერგსა მამისა ზეცათასა, ნეოფიტეს ყოვლად სამღუდელოსა, რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება, მოისიბრძნა სამოსლისა მღვდელობილისა, და მისსა მიმართ ვხმობდეთ: ითხოვე მამაო საწადელო ღვაწლის დამდებელისა მიმართ შენისა ეკლესიათა მშვიდობაჲ შეუძრველი.


მცხეთობა მოსე თოიძის შემოქმედებაში

$
0
0

მცხეთობის დღეს, მცხეთაში, დიდებული ტაძრის გალავანში თავს იყრიდა აღმოსავლეთ და ნაწილობრივ, დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ქართველობა. იმართებოდა სახალხო თამაშობანი, შეჯიბრებანი ვაჟკაცობაში, ხალხური მთქმელებისა და მომღერალ-დამკვრელების გამოსვლები…

მცხეთობა მოსე თოიძის შემოქმედებაში

ასეთი იყო “მცხეთობის” ჭეშმარიტად ხალხური შინაარსი, რომელიც თოიძემ სწორად გაიგო და ასახა თავის სურათში. აღსანიშნავია, რომ სურათი თავის პირველ ვარიანტში კომპოზიციითაც და ჩანაფიქრითაც რამდენადმე სხვადასხვა იყო, ვიდრე დღეს არის. მოგვიანებით მხატვარმა ეს დიდი ტილო ორჯერ გადააკეთა საფუძვლიანად, რადგან ამ დროისათვის მან გამოიმუშავა ხატვის საკუთარი მანერა.

ქართველი მხატვრის, ფერმწერისა და გრაფიკოსის მოსე თოიძის ხელოვნება განმსჭვალულია უბრალო ხალხის სიყვარულით, აღსავსეა ცხოვრებისეული სიმართლითა და ოპტიმიზმით.

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება

$
0
0

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს აღნიშნავს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს. თბილისიდან მცხეთაში მრევლს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება, რომლებიც საპატრიარქოს ტერიტორიიდან დილის 08:00 საათზე გავა.

სვეტიცხოველი, მცხეთა

12:00 საათზე მცხეთასთან დაძმობილებული თურქული ქალაქების ხელმძღვანელებთან მცხეთის მერიაში შეხვედრა გაიმართება. 13:00 საათზე კი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე სამ ლაზს საპატიო მოქალაქის წოდებას მიანიჭებენ და მათ პატრიარქი დალოცავს. დაგეგმილია ასევე მცხეთაში ლაზური სახლის გახსნა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, “თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა” და “შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს”. ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.

ერთხელ წმიდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ “ზამთრის სასტიკებისა” და დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტიცხოველი “სახედ მოხუცებული ბერი კაცისა“ ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებ “შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო”, – უბრძანებია უფალს.

მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმიდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

თბილისობა

$
0
0

“თბილისობა 2016” 15-16 ოქტომბერს იმართება. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი — დედაქალაქის ისტორიული ნაწილი.

ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული თბილისში პირველად 1979 წ. 28 ოქტომბერს აღინიშნა. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა 1995 წ. და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თბილისობის აღნიშვნაში მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. თბილისი სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩინებას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ. ძველი თბილისი ჩვენ თვალწინ ცოცხლდება… ტრადიციად იქცა ამ დღესასწაულზე საპატიო თბილისელის დასახელებაც.

“თბილისობის დღესასწაულზე განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ ჩვენი წარსული, ის წინაპრები, რომელთაც ეს ქალაქი დააარსეს, ააშენეს და დაიცვეს. პირველ რიგში, ვახტანგ გორგასალი, რომელმაც, როგორც ჩანს, ამ ადგილას ქალაქი ღვთის ლოცვა-კურთხევით დააარსა, რადგან შემდეგში იგი მთელი საქართველოს დედაქალაქად იქცა; დავით აღმაშენებელი, რომელმაც თბილისი 1122 წელს არაბების მრავალწლიანი მონობისგან გაათავისუფლა. თბილისის ისტორია ისევე მრავალტანჯულია, როგორც მთელი ქართველი ერისა, იგი მრავალგზის დაუნგრევიათ და დაურბევიათ, მაგრამ უფლის ნებით კვლავ აღმდგარა და წელში გამართულა, წინანდელზე უფრო ძლიერი და მშვენიერი. შეუძლებელია თბილისობაზე არ გავიხსენოთ ის ასიათასი ქართველი, რომელიც ჯალალედინმა აწამა რწმენისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსული, არამედ დღევანდელი დღეცაა, რადგან ის ასიათასი ქართველი ახლაც იცავს არა მხოლიად თბილისს, არამედ მთელ საქართველოს. ეს ის ზეციური მხედრიონია, რომელიც უფალს ქართველ ხალხს ავედრებს.

წინაპრების გახსენებამ მომავალზეც უნდა დაგვაფიქროს და საკუთარ გულშიც ჩაგვახედოს, კონკრეტულად რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს საქართველოსა და თბილისისათვის”, – უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (თბილისობა 28 ოქტომბერი, 1988 წ.)

თეონა ნოზაძე

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

$
0
0

საფარა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რომელიც სოფელ მოხეში მდებარე სადავო შენობას ეხება. განცხადება პრესკონფერენციაზე მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.

“პირველ რიგში მინდა, მოგილოცოთ საქართველოს დედა ეკლესიის დღესასწაული – სვეტიცხოვლობა. ხსენება საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე მირონმდინარე სვეტისა. სამწუხაროა, რომ დღევანდელ დღეს მძიმე საკითხზე გვიწევს საუბარი, მაგრამ რაც ხდება სოფელ მოხეში მდებარე სადავო შენობაში, სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

როგორც იცით, ამ სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილია კომისია, რომელიც ორი წელია მუშაობს და მისი მუშაობის შედეგია, რომ სოფელში არის სიმშვიდე და მოსახლეობაში აღდგა ნორმალური ურთიერთობა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეების გარკვეული მცირე ჯგუფი, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა სადავო შენობაში და ჩაატარა ლოცვა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქრისტიან მოსახლეობაში.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ დაგვემშვიდებინა ჩვენი მრევლი, რომ არ მომხდარიყო რაიმე ინციდენტი. საქმის კურსში ჩავაყენეთ ხელისუფლება მომხდარი ინციდენტის გამო. ვესაუბრეთ ჯავახეთის მუფტს და ვთხოვეთ, სიტუაციაში გარკვევა და აღკვეთა იმ თვითნებური ქმედებებისა, რომელმაც შეიძლება კვლავ დაძაბოს სიტუაცია. თუმცა, ფაქტი კვლავ განმეორდა.

გუშინ ჩამობრძანდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს მუფტის მოადგილე ბატონი ადამი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადიგენის გამგეობაში, რომელსაც ესწრებოდა არსებული კომისიის წევრების დიდი ნაწილი; სახელმწიფოს მხრიდან – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუსულმანების მხრიდან საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი. მართლმადიდებელთა მხრიდან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზარზმის მონასტრის და მოხის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი.

მუსულმანურმა მხარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედებები მათთან არ იყო შეთანხმებული და ეს ადამიანები თვითნებურად შევიდნენ სადავო შენობაში.

გამგეობაში შეხვედრის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი წავიდნენ მოხეში, სადაც შეხვდნენ მუსლიმი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რათა დაერწმუნებინათ ისინი, შეეწყვიტათ თვითნებური ქმედებები სადავო შენობაში და კომისიას მიეცეს საშუალება, გააგრძელოს მუშაობა, რომ არ მოხდეს დაპირისპირება სოფელში.

ამის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი და ჩვენ, ზარზმის მონასტერში შევხვდით მოხის მართლმადიდებელ მოსახლეობას. ისინი აღშფოთებულნი არიან მომხდართან დაკავშირებით და შევეცადეთ მათ დამშვიდებას.

მიუხედავად ჩვენი ზემოთ აღნიშნული ყოველგვარი მცედლობისა სიტუაცის სტაბილიზაციისთვის, სოფ. მოხიდან ჩამოსული მართლმადიდებელი მოსახლეობის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომ დღეს ჭელიდან ამოსულმა ჯამბულ აბულაძემ და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანმა კვლავ ჩაატარეს ლოცვა სადავო შენობაში.

მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომ დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ და გამოიძიონ ვინ გეგმავს ამ პროვოკაციას და ცდილობს გამოიწვიოს დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ამ საარჩევნო პერიოდში ნუ შეეცდებიან ადამიანთა რელიგიური გრძნობები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, არ აჰყვებიან პროვოკაციებს და შეწყვეტენ სადავო შენობაში თვითნებურ მოქმედებებს.

ასევე, მოვუწოდებ მართლმადიდებელ მრევლს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. დაბოლოს, მივმართავთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი ძალადობა და დაპირისპირება”,-ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

განცხადების ტექსტს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

საკვირაო ქადაგება (16.10.2016)

$
0
0

პატრიარქი 16 ოქტომბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

უწმიდესმა მშობლების მიერ შვილების დალოცვის ლოცვა წაიკითხა და აღნიშნა, რომ ის დაიბეჭდება და დარიგდება. ილია მეორის თქმით, მშობლების მიერ შვილის დალოცვის წესი ასეთია: ბავშვი უნდა დააყენო მუხლებზე დედის და იმ ხატის წინაშე, რომლითაც დაილოცება, ორივე ხელი დაადო თავზე და წაიკითხო ლოცვა. ლოცვის დასრულების შემდეგ ნაკურთხი წყლით უნდა აკურთხონ და გარდასახონ პირჯვარი.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, შვილის დასალოცად მშობლები უნდა მოემზადონ. მამამ ის ცალკე უნდა დალოცოს, დედამ – ცალკე.

”მრავალი პრობლემა არსებობს. მრავალი გაჭირვების წინაშე დგას დღეს კაცობრიობა, ყოველი ადამიანი. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, ეს არის ოჯახის პრობლემა, ურთიერთობა, ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. სიმშვიდე არ არის ოჯახებში. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მშობლებს. ასევეა მშობლები. არის შემთხვევა, როცა დედა შვილს წყევლის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება. მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რაც იყო წარსულში, ჩვენს წინაპრებში და რომელიც მივიწყებულია – ეს არის მშობლების მიერ შვილების დალოცვა, თითოეული შვილის ცალკე დალოცვა. იმისათვის, რომ შვილი იყოს ბედნიერი, მშობელმა უნდა დალოცოს ის. ამისათვის უნდა აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი. ეს ხატი იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მას აქვს ძალიან დიდი ძალა“, – განაცხადა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორემ ბრძანა, მშობლებმა ის დალოცეს, აჩუქეს ხატი, რომელიც ახლა პანაღეაა. “თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი. ოჯახში სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდება მშობელი, თქვენ ნახავთ, რომ უფალი სასწაულს მოგივლენთ”, – აღნიშნა პატრიარქმა და მრევლს შეახსენა ბიბლიის მცნება ”პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა”.

ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი

$
0
0

სამეგრელოში, მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ხობიდან სამი კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე მდებარეობს ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი.
ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი ხუროთმოძღვრული კომპლექსია, რომელშიაც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.

გუმბათიანი სამრეკლო, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, თლილი ქვისგან არის ნაგები, აქვს შვიდი სარკმელი. სამრეკლო ერთ დროს შიგნით მოხატული ყოფილა.

გალავნის შიგნით, ცენტრში დგას ბაზილიკური დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელსაც აქვს გვიანდელი მინაშენები: XIV საუკუნის დამლევის ეგვტერი, აგრეთვე სახმრეთით და დასავლეთით შემორტყმული დერეფნები.

ხობის მონასტერი

ტაძრის შენობაც თლილი ქვით არის ნაგები; მინაშენებში და იატაკზე მარმარილოს ფილებიცაა ჩართული. ძირითად ნაგებობას და მინაშენებსაც აქვს ჩუქურთმები.

ტაძარი სამნავიანია. უგუმბათო შენობის კამარები შიგნით ჯვაროვან სივრცეს, გარედან კი სახურავები – ჯვაროვან მოცულობას ქმნიან, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხეები თავდაპირველად ცალკე ეგვტერებად ყოფილა გამოყოფილი, მოგვიანებით კი კედლები გამოუღიათ და ეგვტერები ტაძრის საერთო სივრცისათვის შეუერთებიათ.

ხობის ტაძრის აშენების თარიღზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს. XVII საუკუნის შუახანებში სამეგრელოში მყოფი ათონელი ბერების აბესალომისა და იოსაფის მონათხრობის მიხედვით, რუსეთის ელჩები ტოლოჩანოვი და იევლიევი აღნიშნავდნენ, რომ ხობის ტაძრის აშენებას ბერძენთა კეისარ ჰერაკლეს მიაწერენო (VII ს. I ნახევარი).

სხვა მოსაზრებით, ხობის ტაძარი, ძველი, IX-X საუკუნეების ეკლესიის ადგილზეა აშენებული.
1929 წელს შედგენილი ხობის მონასტრის საეკლესიო ქონების მიღების საანკეტო ფურცლის მიხედვით, ტაძრის აგების დროდ ჩათვლილია IX საუკუნე.

აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, რომ “მონასტერი უნდა იყოს აგებული არა უგვიანეს X – XI საუკუნეებისა”.

ხობის ტაძრის აგებას დავით აღმაშენებლის ეპოქასაც უკავშირებენ. ამ დროს ხობს დავით აღმაშენებლის საზამთრო სადგომად თვლიან. 1887 წელს ნოჯიხევის სკოლის მასწავლებელი მ. ლიფონავა გაზეთში “ივერია” წერდა: “ხალხი ამბობს, რომ ვითომც ეს მონასტერი დავით აღმაშენებლის დროისა იყო”.

ბევრი მკვლევარი ხობის ტაძრის აშენებას ამ ნაგებობის ფრესკაზე გამოსახული ცოტნე დადიანის და სხვა წყაროების მიხედვით XII საუკუნის პირველი ნახევრით ათარიღებდა.

ხალხური გადმოცემებით, ტაძრის აგება დავით აღმაშენებლის, თამარის, ცოტნე დადიანის სახელებს უკავშირდება.

დღემდე შემორჩენილი თქმულების მიხედვით, ერთხელ, ცოტნე დადიანი ხობისწყლის პირას ნადირობდა. იქ, სადაც დღეს ხობის მონასტერი მდებარეობს, გაუვალი ტყე ყოფილა. ცოტნეს დაღამებია და ღამე ვინმე კიტიას ოჯახში გაუთევია. დადიანს მეორე დღეს გაუგრძელებია ნადირობა და ტახი მოუკლავს, ხოლო იქ, სადაც დღეს მონასტერია, დანგრეული ეკლესია უნახავს. ცოტნეს კიტიასათვის დაუვალებია, ეკლესიის მიდამოები გაეკაფა. შემდეგ მას აქ ახალი ეკლესია აუგია.

სახელმწიფოს მიერ დაცვაზე აყვანილი საქართველოს კულტურის ძეგლების გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ხობის ტაძარი დათარიღებულია XIII- XIV საუკუნეებით, სამრეკლო – გვიანი შუა საუკუნეებით (გადაკეთებულია XIX საუკუნეში), სასახლე – XVIII – XIX საუკუნეებით, ხოლო გალავანი კი – გვიან შუა საუკუნეებისად.

აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე ხობის ტაძრის აგებას XIII – XIV საუკუნეების მიჯნით ათარიღებს, თუმცა არ გამორიცხავს მშენებლობის უფრო ადრე დაწყებას და ამ დროისათვის დამთავრებას. ბოლოდროინდელი გამოკვლევებით, ხობის ტაძარი XIV საუკუნის დამდეგს, გიროგი I დადიანის ერისთავობისას უნდა იყოს აგებული.

ხობის მონასტრის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია ტაძრის აღმშენებელი გიორგი დადიანი ეკლესიის მოდელით ხელში და წარწერით: ” ამ საყდრის აღმშენებელი, ერისთავთ-ერისთავი და მანდატურთუხუცესი დადიანი გიორგი, შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ”. ეს წარწერა, როგორც ვარაუდობენ, XVII საუკუნეში უნდა იყოს განახლებული, გიორგი დადიანი კი XIII საუკუნის დამლევისა და XIV საუკუნის დასაწყისის მოღვაწეა.
ტაძრის სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში არსებული ისტორიულ პირთა სურათები წარწერებითურთ: “ერისთავთ-ერისთავი შერგირ დადიანი”, “დიოფალთ-დიოფალი ნათელი”, “ძე მათი ცოტნე”, “ასული მათი თამარ”, როგორც წყაროებიდან და გამოკვლევებიდან ჩანს, XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ადრინდელი არ შეიძლება იყოს. ეს ისტორიული პირები, ცოტნე დადიანის მემკვიდრეები უნდა იყვნენ.

1913 წელს სამეგრელოში მოგზაურობისას ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა სამეგრელოს ეკელსია-მონასტრები, მათ შორის ხობის მონასტერიც, იქ დაცული ნივთები, სიწმინდეები, წარწერები, ფრესკები. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, აქ მხატვრობა რამდენჯერმე განუახლებიათ. უძველესი ფრესკა ეკლესიის სამხრეთ კედელზეა. აქ, როგორც წარწერებიდან ჩანს, გამოსახულნი არიან: ერისთავთ-ერისთავი შერგილ დადიანი, მისი მეუღლე ნათელა, შვილი ცოტნე, იქვე პატარა ქალის დაზიანებული სურათია.

ჩრდილოეთის კედელზე, კარის მარჯვნივ გამოსახულია გიორგი დადიანი ეკლესიის გეგმით ხელში და წარწერით.

გიორგი დადიანის მარცხნივ დახატულნი არიან: ლევან II დადიანი, მისი მეუღლე ნესტან-დარეჯანი და შვილი მანუჩარი მხედრული წარწერით. მანუჩარს ზემოთ, ქრისტეა გამოსახული, რომელიც ამ ოჯახს ორივე ხელით ჯვარს სწერს.

ჩრდილოეთის სვეტზე დახატულია სავედრებლად ხელებაშვერილი ეპისკოპოსი, ხუცური წარწერით: “ხობელი ილარიონი”. ამის პირდაპირ საკურთხევლის სვეტზე გამოსახული მეორე ეპისკოპოსი წარწერით: “ხობელი ნიკოლოზი” მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი უნდა იყოს.

ისტორიულ პირთა სურათები მოსჩანს დასავლეთის კედელზე, მაგრამ ფრესკები და წარწერები გაფუჭებულია.
საკურთხევლის ზემოთ ცაში დახატულია ჯვარი, რომელიც ანგელოზებს მიაქვთ და შემდეგ ღვთისმშობელი ჩვილით, ტახტზე მჯდომარე, აქეთ-იქით ანგელოზებითურთ. ქვემოთ ქრისტე აზიარებს მოციქულებს სისხლით და ხორცით. ამის ქვემოთ – ეკლესიის მამათა გამოსახულებებია. ფრესკების ქვემო რიგში წარწერები ქართული ასომთავრულია, ზემოთ კი- ბერძნული.

ხობის მონასტერი

საკურთხევლის მარჯვნივ მაცხოვარია დახატული მღვდელმთავრის ტანშესამოსლით; ქრისტეს ხელში უჭირავს სახარება, რომელზედაც იკითხება: “მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისათა და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი”.

საკურთხევლის თაღზე მთელი რიგია წმინდანებისა. საკურთხევლის კედლებს ზემოთ მარჯვნივ და მარცხნივ ხარებაა მარიამისა და ხარება ელისაბედისა; შობა ქრისტესი, ტაძრად მიყვანება; ეგვიპტეში გაქცევა იოსებისა და მარიამისა; განკურნება დავრდომილისა; ამაღლება ქრისტესი; ამაღლება მარიამისა, ღვთის დედისა; ურწმუნო თომა, რომელიც გვერდს უსინჯავს იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ; ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია ჯვრის დამკვიდრება გოლგოთაზედ; გარდამოხსნა, დატირება ქრისტესი დედათა მიერ და გამზადება გვამისა დასამარხად; დაკრძალვა ქრისტესი. ქრისტეს ჯვარცმა დახატულია სამრეკლოს კარის ზემოთ. შემდეგ მოჩანს წმინდა პანტელეიმონი, იოანე ნათლისმცემელი, ანგელოზი და კიდევ სამი წმინდანი. სამხრეთის კარის მარცხნივ გამოსახულია ღვთისმშობელი ჩვილით, კარიბჭის თაღის კუთხეებში მახარობლებია დახატული. ამათ გარდა, ტაძარში გამოსახულია მოციქულები თომა, ფილიპე, პავლე და სხვა.
ე. თაყაიშვილის მიერ აღწერილი ფრესკებისა და წარწერების ნაწილი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამჟამად ტაძრის კედლებზე არ ჩანს.

ხობის მონასტერი განსაკუთრებით მდიდარი იყო იქ დაცული ძვირფასი ხატებით და ჯვრებით. ე. თაყაიშვილის აღწერილობით, იმ დროისათვის ხობის მონასტერში ინახებოდა: მაცხოვრის ხატი, ვერცხლით მოჭედილი, შემკობილი ძვირფასი ქვებით, ქართული და ბერძნული წარწერებით. წარწერებში მოხსენიებულნი არიან ისტორიული პირები: ვარდან დადიანი, მანდატურთუხუცესი ბედან დადიანი, ცოლი მისი ხვაშაქი – ქართლის ერისთავის ბეგაის ასული, მათი შვილები: ერაშაჰრი, გიორგი, ივანე, ხატის მამკობელი თეონილა კაბერის ასული, ზვიადის დედა.

წყარო: წიგნიდან “ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი”, შემდგენლები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია. ხობი-თბილისი 2000

წმ. გრიგოლ ხანძთელი

$
0
0

ტროპარი: ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათვისცა გევედრებით: გრიგოლ ხანძთელი კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავთა შენთა და გვიხსენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტეანენი.

კონდაკი: უღელი იგი ქრისტესი მიიღე, მამაო გრიგოლ, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან, რომლისათვისცა საღმრთოისა დიდებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.

წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და „საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა“.

ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა“.

აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“. ახლობლებმა მაინც დაითანხმეს: „მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტესსა და ჰმონე მას მღვდლობითა, რომელმან ივნო ჩუენთჳს, მღვდელმან მან საუკუნემან და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნა“.

სამღვდელო ხელდასხმის დროს უძლურთა მკურნალმა და ნაკლოვანებათა აღმვდებელმა საღვთო მადლმა უფრო საცნაურ-ჰყო წმიდა გრიგოლის პიროვნება, ერი იხარებდა, „რაჟამს წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნნეს მიღებად ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა“.

შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა“ და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს, დატოვა დროებითი, „შეცვალებადი პატივი ქუეყანისა, მოკუდავთა კაცთა სუფევისაჲ, მოჰრიდა ჟამიერთა და ნივთიერთა ბუნებათა, რაჲთა უჟამოჲ იგი ნათელი უძღოდის უცვალებელსა დიდებასა სასუფეველსა ცათასა“.

გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული – საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხნი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული“.

ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.

გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას.

ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს) ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდება და „ჴელითა გრიგოლ მღვდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდის წინაშე ღმრთისა“. ბერმა ღირს მამა ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი – კლდოვანი, მათი კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.

ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.

გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა – ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ – შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით“. არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა.

ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. ისინი იყვნენ „ღირსნი და სასწაულთმოქმედნი, მოთმინებისა სუეტნი, შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემლად სუეტნი ცათანი“.

გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. „მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთის-მსახურისა მის ჴელმწიფისა დაცემისათჳს და ტირილითა სავანენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა“. გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად.

ნეტარმა გრიგოლმა „განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასე დაულევნელთა კეთილთაჲ“.

მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის. მირიან აზნაურის მძლავრებით ეპისკოპოსთა მცირე კრებამ ქართლის კათოლიკოსად დაადგინა მისი ვაჟი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი და სულიერი შვილი არსენი (ხს. 25 სექტმბერს). სჯულის-კანონის ასეთმა უხეშმა დარღვევამ სამღვდელოებისა და ერისკაცთა გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფალის ხელმძღვანელობით ჯავახეთში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც არსენი უნდა გადაეყენებინა. საეკლესიო სამართალი გუარამისა და იმ ეპისკოპოსთა მხარეს იყო. ნეტარი გრიგოლის მოსვლამდე სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. ერუშნელმა ეპისკოპოსმა თქვა: „ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაჲ, მაშინ წარემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ“.

კრებაზე გამოცხადებული გრიგოლი საკვირველი სანახავი იყო: „სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩანდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ, ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ“. მამები მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა ღვთივგამოცხადებული იქნებოდა და მართლაც, როცა წმიდა გრიგოლმა თქვა, რომ „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს“, – უდრტვინველად მიიღეს მისი ნაბრძანები.

ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი.

უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა ღირსი გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა: “წადი მამა გრიგოლთან, გაიგე, სძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო”. მნათე მივიდა გრიგოლის კელიასთან და ნახა, რომ სენაკიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა: “ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისა განმანათლებელი”, – მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ნათლის ისარნი გამოდიოდნენ ჯვრის სახედ.

ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა დადეგ, ძელო!“ სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა ზედა მოქანებული საშინელად“. ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა.

გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის.

ღირსი გრიგოლი საღმრთო სიყვარულით იხარებდა თანამოსაგრეებთან, მაგრამ იფქლთა შორის ღვარძლიც გამოერია: ანჩის დაქვრივებული კათედრა მძლავრებით მიიტაცა ვინმე ცქირმა, თბილისის ამირა საჰაკის ახლობელმა. უღირსი მღვდელმთავარი მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. მამები, განსაკუთრებით კი გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ ცქირს, მან კი, ამპარტავნებისგან ძლეულმა, საღმრთო შიში განაგდო და ვიღაც ანჩელი კაცი მოისყიდა ღირსი გრიგოლის მოსაკლავად. მკვლელმა იხილა “სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სვეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალე ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისა ცის-სარტყელის სახედ, შუენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წჳმისასა”. მკვლელს მოულოდნელად მკლავი გაუშეშდა და მხოლოდ ღირსი გრიგოლის ლოცვით განიკურნა. ანჩში მოწვეულმა კრებამ პატივისაგან განკვეთა ცქირი. ხარისხაყრილი ცქირი თბილისში წავიდა საჰაკ ამირასთან, მისი დახმარებით ხელახლა ჩაიგდო ხელში ანჩის საყდარი და ხალხი მიუსია ხანძთის მონასტერს დასარბევად. ღირსი გრიგოლი ცრემლებით ევედრებოდა უფალს მონასტრისა და ძმების დაცვას. მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ ცქირი დაისჯებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ ცქირი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.

გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: “ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსაა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ”.

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.


თომა მოციქული

$
0
0

მართლმადიდებლური სამყარო 19 ოქტომბერს თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. თომა ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგან ერთ-ერთი გახლდათ და წარმოშობით გალილეას პენეადიდან იყო.თომა მოციქული მას ხშირად მარჩბივად მოიხსენიებენ, რაც ტყუპისცალს ნიშნავს. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში.

წმიდა თომას ხშირად ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა და მოითხოვა თავად დარწმუნებულიყო. მან მხოლოდ მაშინ იწამა ქრისტეს აღდგომა, რაც საკუთარი ხელით განიხილა მაცხოვრის ჭრილობები. მსგავსი შემთხვევა მოხდა, როცა 48 წელს მიიძინა ღვთისმშობელმა მარიამმა. ამ დროს თომა მოციქული ინდოეთში ქადაგებდა სახარებას. ქრისტეს ყველა მოციქული სულიწმიდის ძალით ცაში იქნა აღტაცებული და გადაყვანილი გეთსამანიის ბაღში, სადაც განისვენებდა ღვთისმშობელი. მაგრამ თომა მხოლოდ ღვთისმშობლის დაკრძალვიდან სამი დღის შემდეგ აღმოჩნდა გეთსამანიაში, რის გამოც ძალიან სწუხდა. ამიტომ მოციქულებმა გადაწყვიტეს გაეხსნათ მისთვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა თაყვანი ეცა მისთვის. საფლავის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ის ცარიელი იყო და მხოლოდ ღვთისმშობლის მოსასხამი იყო დარჩენილი. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად.

თომა მოციქული ინდოეთში აღესრულა მოწამეობრივად. ცეცხლთაყვანისმცმლებმა იგი ხუთი შუბით განგმირეს. მეფისწული აზანი და ერთი სხვა ქრისტიანი, სახელად საფორი, ქალაქიდან გამოსულიყვნენ, მოციქულის კვალდაკვალ წამოსულიყვნენ და ახლა, როცა მხედრების ხელში სასიკვდილოდ განწირულს ხედავდნენ, ცხარედ დასტიროდნენ მას. მაშინ თომამ ნებართვა სთხოვა მხედრებს ლოცვის აღსრულებისა. როცა ილოცა, სიფორს მღვდლად დაასხა ხელი, აზანს კი დიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისთვის და ქრისტეს ეკლესიის განვრცობისთვის ეზრუნათ. ამის შემდეგ მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმიდა მოციქული თომა. სიფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ მოძღვარს და შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმიდა სხეული (მოციქულის მოწამეობრივი სიკვდილის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდ კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმიდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისათვის). დაკრძალვის შემდეგ ისინი დიდხანს ისხდნენ მოციქულის საფლავთან ღრმად დამწუხრებულები. წმიდა თომა გამოეცხადა მათ და უბრძანა ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და რწმენაში განემტკიცებინათ ძმები. ისინიც დაბრუნდნენ და, წმიდა თომას ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, წარმატებით განაგებდნენ ქრისტეს ეკლესიას. თომა მოციქულის თავის ქალა ინახება საქართველოში, სიონის ტაძარში. მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ინდოეთში განისვენებს.

სალომე ლილუაშვილი

წმინდა მოციქული იაკობ ალფესი

$
0
0

ხსენება – ახალი სტილით 22 ოქტომბერი

წმინდა მოციქული იაკობ ალფესიწმინდა მოციქული იაკობი, ძე ალფესი, იყო მათე მახარებლის ღვიძლი ძმა.

როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური საზოგადო მსახურების ჟამს უბრალო და კეთილმსახური ადამიანები მოციქულებად ამოარჩია, რათა მათ მთელ ქვეყნიერებაძე, ყველა ხალხისთვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, მაშინ მან ეს იაკობიც (იაკობ ალფესი უნდა განვასხვავოთ იაკობ მოციქულისაგან, რომელიც იყო ძმა იოანე ღვთისმეტყველისა, და ხორციელად უფლის ძმის იაკობისგანაც, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსისგან, საღმრთო ლიტურგიის პირველი შემდგენელისაგან, რომელიც განეკუთვნება 70 მოციქულთა რიცხვს) ღირს-ჰყო თავისი მოწაფეობისა და თორმეტ მოციქულთა შორის შერაცხა.

სხვებთან ერთად, იაკობიც უფლის უახლოეს მსახურად და მისი ყველა საკვირველი საქმის თვითმხილველი გახდა, მის საღმრთო საიდუმლოთა მქადაგებლად და ერთგულ მიმდევრად.

უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ იაკობმაც მიიღო სულიწმინდის საღმრთო მადლი, გადმოსული წმინდა მოციქულებზე ცეცხლოვანი ენების სახით, და იგიც გაემართა წარმართთა შორის ქრისტეს რწმენის დასამკვიდრებლად, რათა ხსნის გზაზე დაეყენებინა აქამდე კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადში მყოფი ერები.
თავიდან წმიდა მოციქული იაკობ ალფესი იუდეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულს ახლდა მესოპოტამიაში, ქალაქ ედესში – ამ უძველეს სახელგანთქმულ ქალაქში მდინარე ევფრატზე; აქედან იგი კვლავ იუდეაში დაბრუნდა და ფილისტიმელთა უძველეს ქალაქ ღაზაში და სამხრეთ პალესტინის ქალაქ ელეფთეროპოლში ამკვიდრებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, აგრეთვე მიმდებარე დაბა-სოფლებში.
წმინდა იაკობ ალფესი ქრისტეს სხვა მოციქულების მსგავსად აღნთებული იყო საღმღთო მოშურნეობის ცეცხლით და მისით სწვავდა უღმერთოების ღვარძლს, მისით შემუსრავდა კერპთაყვანისმცემელთა საკერპე ბომონებს, აჩანგებდა მათ ტაძრებს, ანადგურებდა საძაგელ კერპებს. ამასთან, იგიც, საღმრთო ძალის შეწევნით, მრავალრიცხოვან ნიშებსა და სასწაულებს აღასრულებდა: კურნავდა სხვადასხვა სნეულებებს, განდევნიდა ადამიანთაგან მზაკვარ სულებს და თავისი ღვთივსულიერი ქადაგებით მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამის გამო, რაკი წმინდა მოციქულმა იაკობმა, ალფეს ძემ, ადამიანთა დიდი სიმრავლე შესძინა ქრისტეს, მან ახალი სახელიც მიიღო და იწოდა ეკლესიისაგან ღვთაებრივ თესლად, რამეთუ ადამიანთა გულებში კეთილი თესლი დათესა – ღვთის სიტყვა, ბევრგან დაამკვიდრა ჭეშმარიტი სარწმუნოება, დააფუძნა ქრისტეს ეკლესია და ააღორძინა კეთილმსახურება. სწორედ ყოველივე ამისთვის ეწოდა მას ეს საკვირველი სახელიც – ღვთაებრივი თესლი.

მრავალი ქვეყანა მოვლო მან ღვთის სიტყვის ქადაგებით, ბევრგან დათესა ზეციური თესლი, ჯეროვანი სამკალიც შეიკრიბა კაცთა მოდგმის ხსნისა და ბოლოს, თავისი ამქვეყნიური ცხოვრება ქრისტეს კვლზე დაასრულა: ყოველივეში უფლის მიმბაძველი, ვნებაშიც მას მიემსგავსა, რამეთუ ჯვარზე მიმსჭვალულმა მიაბარა ღმერთს თავისი ნეტარი სული. ეს მოხდა ეგვიპტეში, ზღვისპირა ქალაქ ოსტრაცინში, რომელიც პალესტინას ესაზღვრებოდა.
ასე იქნა შეკრებილი ეს ღვთაებრივი თესლი – წმინდა იაკობ მოციქული ალფესი – ზეციურ ბეღელში, გამომღები ასობით ნაყოფისა.

ქეთი ჭელიძე

ხობის მონასტერში დაცული სიწმინდეები

$
0
0

ხობის მონასტერი განსაკუთრებით მდიდარი იყო იქ დაცული ძვირფასი ხატებით და ჯვრებით. ეს სიწმინდეები 1913 წელს სამეგრელოში მოგზაურობისას ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა.
ე. თაყაიშვილის აღწერილობით, იმ დროისათვის ხობის მონასტერში ინახებოდა: ხობის ღვთისმშობლის ხატი მაცხოვრის ხატი, ვერცხლით მოჭედილი, შემკობილი ძვირფასი ქვებით, ქართული და ბერძნული წარწერებით. წარწერებში მოხსენიებულნი არიან ისტორიული პირები: ვარდან დადიანი, მანდატურთუხუცესი ბედან დადიანი, ცოლი მისი ხვაშაქი – ქართლის ერისთავის ბეგაის ასული, მათი შვილები: ერაშაჰრი, გიორგი, ივანე, ხატის მამკობელი თეონილა კაბერის ასული, ზვიადის დედა;

ხატი ღვთისმშობლისა, რომელსაც აქვს დიდი ჩასასვენებელი, სამნაწილედი, ვერცხლით ნაჭედი, საუცხოო ნახელავი XII საუკუნისა. ჩასასვენელი შემკულია მშვენიერი ჩუქურთმებით და ძვირფასი ქვებით;

თვით ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მოთავსებულია ამ სასვენებელში, ძვირფასი განძია ქართული ხელოვნებისა. მისი აშიები შემკულია 10 მინანქრიანი მედალიონით და წარწერებით. ღვთისმშობლის ქვემოთ ასომთავრული წარწერაა: “ქ. ყოვლად წმინდაო ღმრთის მშობელო, მეოხ ეყავ წინაშე ქრისტესა სულსა ლეონ მეფისა”. ხატის ზურგზე ასომთავრული წარწერებია, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან დავით რუსუდანის ძე-დავით ნარინი (XIII ს. მეორე ნახევარი) და ხატის “მამკობნი ერისთავთ-ერისთავი ბედან დადიანი და “დიოფალ-დიოფალი ხვაშაქი, რომლის შემოწირვით მოიჭედა ეს ზურგი”;

ხატი ღვთისმშობლისა ჩვილედი, ოქროს ჩარჩოთი, რომელიც შემკობილია ბიზანტიური ხელობის მინანქრიანი მედალიონებით და ორი პატარა ხატით, აქვს ქართული და ბერძნული წარწერები;
ხატი ღვთისმშობლისა ჩვილედი, ვერცხლით ნაჭედი, შემკობილი ძირფასი ქვებით, ჩუქურთმიანი გამოსახულებით; აქვს ასომთავრული და მხედრული წარწერები. მოხსენიებულია გიორგი XI შაჰნავაზის ძე, ცოლი მისი თამარი და შვილი ბაგრატი;

ღვთისმშობლის ხატი ჩვილედი, ვერცხლისა, როგორც წარწერიდან ჩანს, ლევან II დადიანის ბრძანებით მოჭედილი;

ხატი წმინდა დიმიტრისა და წმინდა გიორგისა, ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი დაფერილი, თვლებით შემკობილი – გვიანფეოდალური ხანისა;

ხატი წმინდა გიორგისა – შუბით ხელში, ვერცხლით მოჭედილი და ძვირფასი ქვებით შემკობილი არა უგვიანეს XI ს-ისა, ასომთავრული წარწერით;

იოანე ღვთისმეტყველის ხატი, ჩასმული მშვენიერ ძველი ქართული ხელობის ვერცხლის ჩარჩოში;

ხატი ღვთისმშობლისა ჩვილედი, ვერცხლისაგან განჭედილი, ჩასვენებულია დიდ სამნაწილედ დასაკეც ვერცხლით შეჭედილ ჩარჩოში. ხატი მოქვის ტაძრისათვის მოუჭედინებია მოქველ მთავარეპისკოპოს ანდრია საყვარელიძეს;

ხატი მრავალნაწილიანი, ვერცხლისა, მოქცეულია კანკელის მარცხენა ნაწილში. ხატი გაყოფილია 52 უჯრად, რომლებშიც წმინდანთა ნაწილებია; შუაში მოთავსებულია გრძელი ჯვარი, ძელი ჭეშმარიტისა, ვერცხლით შეჭედილი, რომელზედაც შუაში ჯვარცმულია გამოსახული. ქვემოთ აშიაზე ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ბორდოხან დედოფალი, ცოლი გიორგი მესამისა, დედა თამარ მეფისა. ამავე ხატის ზურგზე და აშიებზე არსებულ წარწერებში მოხსენიებულნი არიან ლიპარიტ დადიანის ასული მარეხ და ხატის განმაახლებელი ლევან II დადიანი.

დასაკეცი ხატი მაცხოვრისა, ოქროსი, რომელშიც ინახებოდა ქართველთათვის სათაყვანებელი განძი – ყელის ჯვარი თამარ მეფისა. ზედაპირზე წარმოდგენილია მაცხოვარი, რომელსაც მარცხენა ხელში სახარება აქვს. თამარ მეფის გულსაკიდი ოქრო, რომლითაც შეჭედილია ეს ხატი სევადიანია, ლამაზად მოჩუქურთმებული და შემკობილი ძვირფასი ქვებით, სარდიონებით, ამეთვისტოებით, ფირუზებით, საფირონებითა და იაგუნდებით. შუა ნაწილში ამ ხატისა ჩასვენებულია თამარის ჯვარი, რომელიც შედგება ოთხი მოგრძო ზურმუხტისაგან, რომელთაც ჯვრის ფორმა აქვთ, ხუთი სარდიონისაგან, ექვსი დიდრონი მსხლის მსგავსი მარგალიტისაგან. ჯვარში ჩატანებული უნდა იყოს ნაწილი ძელი ჭეშმარიტისა; ჯვრის მეორე გვერდზე ასომთავრული წარწერაა: “ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინძღომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს”.

თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი

ხატზე არსებულ წარწერაში მოხსენიებულნი არიან: ერისთავთ-ერისთავი შერგირ დადიანი მისი მეუღლე დეოფალ-დეოფალი ნათელი, ძე მათი ცოტნე;
კოლოფი სანაწილე, რომელშიც ინახებოდა კვართი ღვთისმშობლისა, მკლავი წმიდა მარინესი, ნაწილები წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლისა; კოლოფს აქვს მხედრული წარწერები, რომელშიც მოხსენიებულნი არიან კვართის კუბოს შემამკობლები და მომჭედავები აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია გურიელი და ლევან II დადიანი;
ჯვარი დიდი, საწინამძღვრო, ასომთავრული წარწერით: დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი “პატიოსანო ჯვარო, ადიდე უძლეველი აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა და სომეხთა მეფე დავით და შემიწყალე მე გლახაკი…” აქ მოხსენიებული დავითი ერთიანი საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი უნდა იყოს;

დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი

ოქროს ჯვარი, პატარა, გულსაკიდი, ძვირფასი თვლებით შემკობილი;
სამწერობელნი ვერცხლისა, ბიჭვინთის ღვთისმშობლისადმი ზებედეს მიერ შეწირული;
საცეცხლური ვერცხლისა, რომელშიც მოხსენიებულია კათალიკოსი ბესარიონი, რაჭის ერისთავთა წარმომადგენელი;
ვერცხლის სურა, რომელიც ხობის ღვთისმშობლისათვის შეუწირავს თავად ანჩაბაძის ასულს რუსუდანს;
პატარა თეფში მხედრული წარწერით: “კნიაზ მელიტონ კაციას ძე დადიანი ანჩაბაძის ასულს რუსუდანს”.
ე. თაყაიშვილის მიერ აღწერილი საეკლესიო საგანძურიდან დღეისათვის ბევრი დაკარგულია, ბევრი კი ინახება სხვადასხვა მუზეუმში.

წყარო: წიგნიდან “ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი”, შემდგენლები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია. ხობი-თბილისი 2000

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

საეკლესიო უგულებელყოფა

$
0
0

საეკლესიო უგულებელყოფა

“ეს ცოდვა ყველაზე ხშირად ევქარისტიის (ზიარების) საიდუმლოში მონაწილეობაზე უარის თქმით გამოიხატება.

ადამიანი საკუთარი ნებით იკლებს უფლის ხორცსა და სისხლთან ზიარებას, ისე რომ რაიმე ხელისშემშლელი პირობები არ გააჩნია. ამავე ცოდვის თანმდებია კაცი, რომელსაც არა აქვს საეკლესიო დისციპლინა, არ უყვარს ღმრთისმსახურება, თავს კი იმით იმართლებს, დრო არა მაქვს, ეკლესია შორსაა, ღმრთისმსახურება მეტისმეტად ხანგრძლივია, მისი ენა არ მესმისო და ა.შ. იგივე ცოდვაა “მრწამსისა” და დაწყებითი ლოცვების არცოდნა ანდა, როცა საღმრთო საიდუმლოთა აზრი არ ესმით და, რაც მთავარია, არ სურთ გაგება.”

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
წიგნი: აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისთვის

რატომ უჩნდება ადამიანს ჩაგვრის გრძნობა სხვა ადამიანის მიმართ?

$
0
0

რატომ უჩნდება ადამიანს ჩაგვრის გრძნობა სხვა ადამიანის მიმართ? როგორ შევებრძოლოთ ამ მდგომარეობას და რას გვასწავლიან წმინდანთა ცხოვრება ჩაგვრის შესახებ? მოწყენილი გვესაუბრება წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა მალხაზ ყიფიანი:

„ღმერთმა ადამიანი მართალი, უცოდველი, წმინდა შექმნა. ადამიანისათვის სულიერი საკვები იყო სიმართლე და ამ სიმართლის წყაროს ანუ ღმერთს ყოველთვის საკუთარ გულში ატარებდა. მას არ ჰქონდა სიმართლის მოთხოვნილება, სანამ იგი ცოდვის გამო არ დაკარგა და სული, რომელიც მშობლიურ გარემოს მოწყდა და ჩამოშორდა წყაროს სიმართლისას, ღმერთს, დაიწყო დეგრადირება. ასე შემოვიდა ადამიანში სხვადასხვა უარყოფითი თვისებები: მოწყინება, მრისხანება, შური, სიძუნწე, სხვათა ჩაგვრის სურვილი და დამცირება…
ადამიანს სხვის მიმართ ჩაგვრის გრძნობა საკუთარი სიამაყისა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო უჩნდება. როდის ესმის ადამიანს სხვისი ტკივილი? როცა თავად ტკივა და იმავეს განიცდის, მაშინ შეიგრძნობს და აცნობიერებს სხვის ტკივილს. ასევეა ჩაგვრის მოყვარულიც. სანამ თვითონ არ ხდება სხვისგან დაჩაგრული, მანამდე ვერ აცნობიერებს თუ რამხელა ტკივილს აყენებს სხვას მისი საქციელი. სხვის დამცირებას, ჩაგვრას აუცილებლად მოყვება ამ ადამიანისათვის, ანუ მჩაგვრელისათვის სასჯელი. ცხადია, სასჯელი არსებობს ადამიანის როგორც შემდგომი ცოდვის ჩადენისაგან შემაკავებელი საშუალება და ადამიანს ყოველთვის უნდა ეშინოდეს ამ სასჯელის გამომწვევი ცოდვის ჩადენა.

ღმერთი თავისი გულმოწყალების გამოყოველთვის ნაკლებად გვსჯის, ვიდრე ჩვენ ამას ვიმსახურებთ. სხვა შემთხვევაში ერთი ღვთის ქმნილება, როდესაც მეორე სხვა ქმნილებას ჩაგრავს და უსამართლოდ ექცევა სამართლიანობა მოითხოვს რომ ასეთ ადამიანს იმავე მეთოდით ან ფორმით მოუხდეს ღვთის წინაშე პასუხისგება, მაგრამ უფალი ასეთ შემთხვევაში მჩაგვრელ ადამიანში ჯერ სინანულს ეძიებს და თუ ეს სინანული ვერ დაინახა, მაშინ მოიწევა ღვთის სასჯელი, რომელიც არა მრისხანების, არამედ – უფლის მამობრივი სიყვარულის გამო ხდება და რაც მადლიერებით უნდა მოვითმინოთ. როგორც წმინდა ნილოს სინელი გვარიგებს: „როცა ღვთისაგან მოვლენილ სასჯელს ითმენ, ნუ დრტვინავ, ვინაიდან ის გსჯის როგორც მამა და მადლიერებას იმსახურებს როგორც კეთილისმოქმედი.“ დაჩაგრული ადამიანები სიმართლისათვის დევნილებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუ ისინი ამ მიზეზით, ანუ სიმართლისათვის იჩაგრებიან. უფალი კი სიმართლისთვის დევნულებს ცათა სასუფეველს ჰპირდება. „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. თავის მხრივ, ჩაგრული ადამიანი არ უნდა ეცადოს კონფლიქტში მყოფ ადამიანთან კამათის ან დაპირისპირების გზით პრობლემის მოგვარებას. არამედ, როგორც წმ. მარკოზ განშორებული ამბობს: „რთული საქმეების მოგვარებას ადამიანი უნდა ეცადოს იმ გზით, რასაც სჯული გვიბრძანებს. ე.ი. მოითმინე, ილოცე და იმედი იქონიე.“

თუ როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა ჩაგვრა სულის სასარგებლოდ და სხვათა საკეთილდღეოდ, ამის საოცარ მაგალითს ვხვდებით მე-5 საუკუნის ღირსი მამის, რომანოზ ტკბილადმგალობელის ცხოვრებაში. წმინდა რომანოზი მნათედ მსახურობდა კონტანტინოპოლის წმ. სოფიას ტაძარში. იგი უწიგნური იყო და მედავითნეობა და გალობა არ შეეძლო. თუმცა ისეთი სიწმინდითა და კეთილკრძალულებით ცხოვრობდა, რომ პატრიარქის ყურადღება და კეთილგანწყობა დაიმსახურა. რამაც სხვა ღვთისმსახურებში შური გამოიწვია და მას დევნა და ჩაგვრა დაუწყეს. ერთხელ ქრისტეშობის წინა საღამოს, როცა ტაძარში იმპერატორი და პატრიარქი ბრძანდებოდნენ, მგალობლებმა რომანოზი ძალით აიყვანეს ამბიონზე და გალობა აიძულეს. შემდეგ კი სიცილი დააყარეს და დასცინეს. რა თქმა უნდა, წმ. რომანოზის გალობა არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, რამაც ყველაზე მეტად თვით მას ატკინა გული. ღვთისმსახურების ბოლოს წმ. რომანოზი ქვითინით დაემხო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე და მხურვალედ ილოცა, რომ უფალს შეენდო მისი მჩაგვრელებისათვის, ხოლო მისთვის კი გალობის ნიჭი მიემადლებინა. იმავე ღამით, ნეტარს ძილში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა გამოეცხადა. გრაგნილი გაუწოდა და უბრძანა შეეჭამა. ასე მიემადლა მას ზეგარდამო გულისხმისყოფა და საგალობლების შექმნისა და შესრულების ნიჭი. იმავე დღეს, ღამისთევის ლოცვაზე წმინდანმა საკვირველი ხმით იგალობა თავისი პირველი საგალობელი „დღეს ქალწული უზეშთაესს შობს“. რის შემდგომაც უფლის რჩეულს დიაკვნად დაასხეს ხელი და გალობის მასწავებლად დაადგინეს. მან შექმნა 1000-მდე საგალობელი, რომელთაგან ბევრი დღესაც ჩართულია ღვთისმსახურებისას. ასე შეუძლია უფალს თითქოსდა ერთი ადამიანის მიმართ მეორე ადამიანის უარყოფითი დამოკიდებულება კეთილგონიერების შემთხვევაში ადამიანთა სულის საცხონებლად და მოყვასისა და ეკლესიის სასარგებლოდ წარმართოს.“

თეონა ნოზაძე

საკვირაო ქადაგება (06.11.2016)

$
0
0

ილია მეორე 6 ნოემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ პერიოდში, განსაკუთრებულ დროს, როცა ადამიანებს რთული ცხოვრება უდგათ წინ, როდესაც ადამიანებმა განიცადეს დიდი განცდები, გამოცდები და ადამიანის ფსიქიკა დაზიანებულია და შიშით არის შეპყრობილი. მინდა ღვთის წყალობით მოგმართოთ, რომ ნურაფრის გეშინიათ, უფალი ჩვენთან არის, უფალი წყალობს საქართველოს. მართალია, განსაცდელი მთელ მსოფლიოშია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ დაეცეს ქართველი ერი”, – ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, ადამიანი უნდა ხედავდეს ადამიანის გაჭირვებას. “ადამიანი უნდა ხედავდეს გაჭირვებას ადამიანისას, უნდა ხედავდეს მოყვასსა თვისსა, ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოძმეთა ცხოვრების გაადვილებისთვის”, – ბრძანა ილია მეორემ.

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში წმ. გიორგის სახელობის ტაძარი ეკურთხა

$
0
0

6 ნოემბერს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად დარჩელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აკურთხა. ტაძარი ღვთის წყალობით, სოფლის მოსახლეობის დიდი შრომითა და მონდომებით აშენდა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში წმ. გიორგის სახელობის ტაძარი ეკურთხა

ტაძრის წინამძღვრად დადგენილ იქნა მღვდელი კონსტანტინე ხვიჩია.

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში წმ. გიორგის სახელობის ტაძარი ეკურთხა

წყარო: http://patriarchate.ge


წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი

$
0
0

ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსხვავებით გამორჩეულია წმ. მამა ნეოფიტე, გაქრისტიანებული არაბი, რომელიც მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში, შემდგომში კი ურბნისის ეპისკოპოსი გახდა.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გაწეული ამაგისა და ღვთისათვის თავისშეწირვის გამო ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე წმიდანად შერაცხეს. ნეოფიტე ურბნელი ეკლესია მის ხსენებას 10 ნოემბერს (ძვ. სტ. 28 ოქტომბერს) დღესასწაულობს. ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით ურბნისისა და რუისის ეპარქიაში აღინიშნება, სადაც იმოღვაწა და მოწამეობრივი გვირგვინი დაიდგა თავზე წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელმა.

გაქრისტიანებამდე წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტეს სახელი უმარი იყო, ის სულთან მაჰმედის ლაშქრობაში მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ. სულთანი მტკვრისა და ლიახვის შესართავთან დაბანაკდა, ხოლო თავისი რაზმის უფროსები – უმარი და ბურული, მტკვრის გადაღმა გააგზავნა. სოფელ ციხედიდთან მისულებმა მდინარის გადაღმა კლდეებში გამოკვეთილი გამოქვაბულები დაინახეს. არაბმა სარდლებმა ეს კლდეები სამხედრო სიმაგრედ მიიჩნიეს და მისი დაპყრობა გადაწყვიტეს. ჩავიდნენ მტკვარში, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად მთელი დღის განმავლობაში ერთ ადგილს ვერ გასცდენ. სასწაულით გაოცებულმა სარდლებმა ქართველი ტყვისაგან შეიტყვეს, რომ იმ გამოქვაბულებში შიო მღვიმელის მიმდევარი წმიდა ბერები ცხოვრობდნენ. უმარმა და ბურულმა სარდალს ნანახის შესახებ აცნობეს და უკან მდიდრული ძღვენით დაბრუნდნენ.

მონასტრის ბჭესთან მისულმა მხედართმთავარმა იხილა “სიმრავლეჲ უჴორცოთა მჴედართა ნათლისათა, საკუირველ მავალნი ჰაერთა ზედა და შორის მათსა კაცი მოხუცებული მონაზონი ფრიადითა ელუარებითა შესახედავისათა”. მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და ისეთმა მოკრძალებულმა ყოფამ, თითქოს “ანგელოსნი ჰბრწყინვიდეს ჴორცთა შინა”, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ომარზე. ის მიხვდა, რომ უცხო მხედარნი უფლის ანგელოზები იყვნენ, მოხუცებული მონაზონი კი – ამ მონასტრის წინამძღვარი და ბერებს უთხრა: “წმიდანო ღმრთისანო, რაჲსთჳს-მე მოშიშ ხართ თქუენ კაცთაგან? რამეთუ ვხედავ ჭეშმარიტად მცუელთა მონასტრისა თქუენისათა, მჴედართა ნათლისათა მცუელად თქუენდა, მფრინუალეთა ჰაერთა ზედა და შორის მათსა მონაზონსა ვისმე საკჳრველსა მჴცოვანსა წუერითა და თმითა, რომლისა ხილვისა სიკეთეჲ ვერ შესაძლებელ არს ჩემდა თქმად, ხოლო მრწამს, ვითარმედ მჴედარნი იგი არიან ანგელოსნი ღმრთისანი და მონაზონი იგი არს მოძღუარი თქუენი”.

უმარმა მონაზონთა წინაშე აღთქმა დადო: “დამეკუეთოს რა ჟამი მარჯუე, მოვიდე თქუენდა და ვიქმნე ქრისტიანე და ნათელვიღო და მონაზონ ვიქმნე და თქუენ თანა დავადგრე სიკუდილამდე ჩემდა”. მართლაც, ერთი თვის შემდეგ თავის ორ ერთგულ მსახურთან ერთად დაბრუნდა შიომღვიმის მონასტერში, მოინათლა, ბერად აღიკვეცა და მონასტერში დაემკვიდრა. და უწოდეს მას ნეოფიტე, რაც ბერძნულად ნიშნავს “ახალნერგს”, ანუ ახლად მოქცეულს. (ხოლო მისი ორი მონა მასთან ერთად მოინათლა და ეწოდათ მათ ხრისტოდულოს – ქრისტეს მონა, და ხრისტოფოროს – ქრისტე შემოსილი. ქრისტოფოროსი შემდგომში მკოდოვანის მონასტრის წინამძღვარი გახდა).

ამ დროიდან მოყოლებული წმ. ნეოფიტემ თავგამოდებით დაიწყო მოსაგრე ცხოვრება და ღვთის მადლიც მოიპოვა, იგი სავანის წინამძღვარიც გახდა და დიდება მისი ანგელოზებრივი ცხოვრებისა მთელს საქართველოს მოედო. ქართლის კათალიკოზმა სამოელ IV-მ (581-591 წწ) თავისთან მოუწოდა მას და ქ. ურბნისის საეპისკოპოსო კათედრაზე დაადგინა მღვდელმთავრად, რომელიც ყველას განაკვირვებდა თავისი სიბრძნითა და შემართებით, ის თავისი სამწყსოს ნამდვილი მამა გახლდათ: “მოუძლურებული მათი განაძლიერა, სნეული განამრთელა, შემუსრვილი შეჰკრა და ბოროტად მყოფსა უსხეულსაქმა, ცთომილი მოაქცია და წარწყმედული მოიძია, დაადგრა მათ თანა, დაიცუნა და არა განაბნივნა”.

წარმართებმა და ცეცხლთაყვანისმცემლებმა ვერ აიტანეს ნეოფიტეს მიერ სახარების ქადაგება. ისინი საეპისკოპოსო სამყოფელში ლოცვის დროს შეეჭრნენ წმიდანს, შეიპყრეს და მტანჯველი სიკვდილით მოაკვდინეს – ქვებით ჩაქოლეს ქრისტეს რჯულის აღიარებისათვის, წმ. პირველმოწამე სტეფანეს მსგავსად. წმ. ნეოფიტე ურბნელი სწორედ, რომ წმ. სტეფანეს მსგავს აღსასრულს შესთხოვდა უფალს. წმიდანის უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: “უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი”.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

ღირსი სერაპიონ ზარზმელი (+900)

$
0
0

ახალი სტილით 11 ნოემბერი ღირსი სერაპიონ ზარზმელის (+900) ხსენება

წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელი „მოუჴსენებლად დაიფარა სოფლით“, ღირსი სერაპიონ ზარზმელი ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ, „ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისაებრსა მისცემდეს უღონოთა ჴელის აპყრობასა“.

სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა.

სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონდა. სერაპიონი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად წავიდა და თავი თვისი შეჰვედრა „მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა“, „სასწაულთა და ნიშთა მოქმედსა“ დიდ მიქელ პარეხელს (ხს. 27 მაისს). ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე და „თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა“. უფროსი ძმა სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა – „უცხოთა და გლახაკთა“ მსახურებით ცხოვრობდა.

ღირსი მიქელი ხედავდა სერაპიონის საღმრთო მოქალაქეობას, მოშურნეობას და მღვდლად აკურთხა იგი. ერთხელ, ლოცვისას, ღირსმა მიქელმა იხილა მღვდელშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, თანამოსაგრეებთან ერთად სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ „თანაეტჳრთათ ცხოველი ხატი ფერისცვალებისაჲ“.

ბერები მშვიდობით მივიდნენ ადგილზე, ძალიან მოეწონათ ერთი მთა, დაათვალიერეს იქაურობა, და, მიუხედავად იმისა, რომ „სასწაულნი იგი ადგილსა ამას“ ვერ იხილეს, გადაწყვიტეს, აქ აეშენებინათ მონასტერი. მალე იქაურმა მცხოვრებლებმა ძმები განდევნეს. დაღონებულმა ბერებმა მდინარის გაღმა, დასავლეთით, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქელმა იხილა გამოცხადებით. ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა მამებისკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისგან. შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და მთელი იმ ადგილების დამტკიცებასაც დაჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მაგრამ ყველა ადგილობრივი მკვიდრი როდი შეხვდა ბერებს ასე გულთბილად: დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აუჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობენენ მათ დაბრკოლებას. წმიდა სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: „ვიხილე უღმრთო ამაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი“.

იმ ღამით დიდი სასწაული აღესრულა: მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად: ახდა წმიდა სერაპიონის წინასწართქმა. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა.

ძმებმა ეკლესიისთვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: „ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ“. მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში – იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა-სამხრამდე ბრწყინავდა.

ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: ირგვლივ დაბურული ტყეები იყო, მშენებლობისთვის საჭირო ქვები მხოლოდ მდინარეში იპოვებოდა. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიწისძვრისგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ტაძრის მშენებლობდა დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულთმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა „განაჩინა წესნი და კანონნი საეკლესიონი“.

ნეტარმა სერაპიონმა წინასწარ იგრძნო, რომ მისი ამსოფლიდან გასვლის ჟამი ახლოვდებოდა, მოუწოდა ძმათა კრებულს, დამოძღვრა ისინი და წინამძღვრად განუწესა მღვდელ-მონაზონი გიორგი, „კაცი კეთილი, სათნოებითა ბრწყინვალე და ტკბილი სიტყვითა და საქმითა“.

რამდენიმე დღის შემდეგ დასნეულებული სერაპიონი წამოდგა, საკურთხეველში შევიდა, ემთხვია წმიდა ტრაპეზსა და მაცხოვრის ხატს, ეზიარა, ძმებს სთხოვა, ელოცათ მისთვის, „მიიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა“.

წმიდა სერაპიონი პატივით დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით. წმიდა მამას თავისი საფლავი ადრევე გაეთხარა საკუთარი ხელით, რომ მისი ხილვისას მოჰგონებოდა სიკვდილი, „რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა“.

წმიდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა (ხს. 5 ოქტომბერს) სერაპიონის წმიდა ნაწილები ღვთის ბრძანებით ახალშემზადებულ ქვის ლარნაკში ჩაასვენა და „გადაასვენა საჩინოსა შტოსა ახლისა ეკლესიისასა“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წყარო: www.orthodoxy.ge

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (11.11. 2016)

$
0
0

“ა.წ. 2 ნოემბერს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ მასმედიის საშუალებით უკვე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ამ თემასთან მიმართებაში საზოგადოების შეშფოთება და ინტერესი ბუნებრივია და ჩვენც მათთან ერთად კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულის ტკივილს მომხდარის გამო.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავიდანვე აშკარად გამოიკვეთა ტენდენციური პოზიციაც. ითქვა, თითქოს, XII საუკუნის თამარის ფრესკა და სხვა მოხატულობა ვეღარ აღდგება, რომ ეს დანაშაული შავბნელი ძალის, – ეკლესიის, არაკომპეტენტურობიდან მომდინარეობს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ისტორიული მნიშვნელობის ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისა.

ზოგიერთების მხრიდან ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის და იგი გარკვეულ მიზანს ემსახურება; ისე მათაც კარგად იციან, რომ მსგავსი შემთხვევები არაერთი მომხდარა უცხოეთშიც და საკითხი ასე არავის დაუყენებია. თუნდაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებული ტაძარი, უპირველეს ყოვლისა, უფლის სახლია და აქ ღვთისმსახურების აღვლენა მისი უმთავრესი დანიშნულებაა.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენეული ინფორმაცია, რათა მათ უფრო რეალური წარმოდგენა შეექმნათ აღნიშნულთან დაკავშირებით.

გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ვარძიაში გაგზავნილი სპეციალისტბის დასკვნიდან, რომელიც 9 ნოემბერს გაკეთდა:
„მოხატულობის ხანძრამდელ მდგომარეობამდე მიყვანა სრულიად შესაძლებელია და არ იქნება დაკავშირებული დიდ სირთულეებთან, იგი ასევე არ მოითხოვს დიდ დროსა და ხარჯებს. ამის თქმის უფლებას იძლევა მჭვარტლის მსუბუქი და მშრალი ხასიათი. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ მშრალი მეთოდით მჭვარტლის ჩამოწმენდის გარდა, ზამთრის სეზონიდან გამომდინარე და საკონსერვაციო მეთოდიკის დადგენამდე, დაუშვებელია გაგრძელდეს საკონსერვაციო სამუშაოები… საკონსერვაციო სამუშაოების დაწყებამდე კი უნდა შეიქმნას კომისია კვალიფიცირებული ხელოვნებათმცოდნეების, ტექნოლოგებისა და რესტავრატორთა შემადგენლობით, კულტურის სამინისტროსა და ეკლესიის წარმომადგენელთა ჩართულობით. ასევე, სასურველია, ამ კომისიის მუშაობის საწყის ეტაპზე მოწვეულ იქნას გამოცდილი უცხოელი პროფესიონალი-რესტავრატორი. კომისიამ უნდა შეიმუშაოს სარესტავრაციო მეთოდიკა და სამუშაოთა მიმდინარეობას გაუწიოს მონიტორინგი“ (ჯგუფმა, ხარაჩოების არარსებობის გამო, კამარის დათვალიერება ვერ შეძლო).

საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, არქიტექტორი, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, უმაღლესი კატეგოროოს მხატვარ-რესტავრატორი, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე, თსუ-ს მეცნიერ თანამშრომელი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ხატწერის ტექნოლოგი მურად ტყემალაძე.

ჩვენ ვეთანხმებით ამ პროცედურულ პროცესს და შევნიშნავთ იმასაც, რომ ვარძიაში 4 წელი მიმდინარეობდა ამ ეკლესიის კედლის მხატვრობის კვლევითი სამუშაოები, მაგრამ ამ ხნის მანძილზე აქ არ იქნა დაყენებული ხანძარსაწინააღმდეგო რადარები და არც სავენტილაციო სარკმელები, რაც ამ შემთხვევას თავიდან აგვაცილებდა.
ეპარქია დიდი ხანია ითხოვს ვარძიის ქვემოთ, ბერების საცხოვრისისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, კელიების აშენებას (ისინი გამოქვაბულებში მძიმე პირობებში იმყოფებიან), მაგრამ პროექტის შეთანხმება სახელმწიფო სათანადო სამსახურთან დღემდე ვერ განხორციელდა, არადა ამით სიტუაცია საგრძნობლად განიტვირთებოდა. ვერ მოხერხდა ეკლესიასა და აქ არსებულ მუზეუმს შორის ფუნქციების გამიჯვნაც.

თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არ გვქონდეს კარგი და შედეგიანი ურთიერთობა. პრობლემები ზოგადად ბევრი არის და ხშირად იგი ობიექტური მიზეზებითაცაა განპირობებული. ერთერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ პოსტ-კომუნისტურ ეპოქაში, ათეისტური რეჟიმის შემდეგ, მრავალი ტაძრის და ნატაძრალის აღმშენებლობის პროცესის მოწმენი გავხდით, რაც გულწრფელი სიყვარულით, მაგრამ ზოგჯერ უნებართვოდ და უგემოვნოდ კეთდებოდა და იყო შემთხვევები, როცა არასწორი ნაბიჯები იდგმეოდა როგორც კერძო ინიციატივებით, ისე ჩვენი და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ ყველანი, თუმცა ეს გამოუსწორებელი მდგომარეობა, ნამდვილად, არ არის.
ჩვენ თითქმის ორი წელია, რაც ხელი მოვაწერეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან მემორანდუმს და დავადგინეთ, რომ მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით ვიმოქმედებდით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას და ამასთან, მივესალმებით სხვა მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობას პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

100 ათასი წამებული

$
0
0

13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ასი ათასი მოწამე ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება.

წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

ხვარაზმელი ჯალალ ად-დინის ურდოები 1226 წელს თბილისს ახალ განსაცდელად დაატყდა თავს. ისინი საქართველოში შუა აზიიდან შემოიჭრნენ. სპარსელებმა და ხვარაზმელებმა დედაქალაქს ალყა შემოარტყეს. თბილისი ამ დროს სამი ნაწილისგან – კალას, ისნისა და თბილისისგან შედგებოდა და მისი აღება არც თუ ისე ადვილი იყო. მტერი ქალაქს ნარიყალას მხრიდან მოადგა. თბილისელი მაჰმადიანები ხვარაზმელთა მხარეს გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობასაც ხელოსნები შეადგენდნენ, მედგრად იცავდა თბილისს. პირველი შემოტევები ქართველებმა მოიგერიეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თბილისში მცხოვრები მუსლიმები შეთქმულიყვნენ ქალაქის დასამხობად. თბილისელმა სპარსელებმა მტერს განძის კარი გაუღეს. საქართველოს მეფე რუსუდანი ქუთაისში იყო. მემნა ჯაყელი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს იცავდა, ბოცო ჯაყელი – მარცხენას. თუმცა ქართველები დამპყრობლებს მაინც ძალიან მოუმზადებლები შეხვდნენ.

1226 წ. 9 მარტს მტერი დედაქალაქში შემოიჭრა. ქალაქის მცველებმა ისნის ციხეს შეაფარეს თავი და მტრით გარემოცულნი იქიდან აგრძელებდნენ ბრძოლას. საქართველოს მთავარსარდლობამ ისანში ჩაკეტილ მეციხოვნეთა მდგომარეობა უიმედოდ მიიჩნია. რუსუდანმა მათ ციხის დატოვება უბრძანა, თუმცა მეციხოვნეები ამის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. ბოცომ ჯალალ ად-დინს დანებების პირობების შესახებ მოსალაპარაკებლად მოციქულები მიუგზავნა. ზამთრის დიდი სიმკაცრით გაჭირვებაში მყოფმა ხვარაზმელმა ისნის ციხისთავის საზავო პირობები მიიღო და მეციხოვნეთ გზა გაუხსნა. საქართველოს დედაქალაქი მთლიანად ჯალალ ად-დინს ჩაუვარდა ხელში. მისი ჯარები ქალაქს შეესივნენ და არნახული სისასტიკით იწყეს მოსახლეობის ჟლეტა. გამხეცებული ხვარაზმელები ჩვილ ბავშვებს დედებს მკერდიდან აგლეჯდდნენ და თავებით ქვაფენილზე ანარცხებდნენ, მერე წუხილით შეშლილ დედებს ტვინდანთხეულ შვილებს ზედ აკლავდნენ. მოხუცებულთ ცხენთა ფლოქვებით სრესდნენ, ჭაბუკებს კოდავდნენ… ქუჩებში სისხლის მდინარე დიოდა… მტკვარი სისხლით შეიღება და გვამებით გაივსო.

ხვარაზმელს თითქოს სისხლიც მობეზრდა, ბრძანა: სიცოცხლე აჩუქეთ, მხოლოდ მათ, ვინც ქრისტიანობას უარყოფს და მაჰმადის რჯულს შეუდგებაო. ზოგიერთმა, საშინელი კაცთაკვლით შეძრწუნებულმა მართლაც დათმო ქრისტიანობა, უმრავლესობამ კი სიცოცხლეს წამებულის გვირგვინი არჩია.

ჯალალ ად-დინმა სიონის ლავრიდან წმიდა ჯვარი ჩამოაგდო და მიწაზე დაანარცხა. გუმბათი სულ გადაანგრია სიონს და მის ადგილზე თავისი “ბილწი საჯდომი დაიდგა”, ზედ საგანგებოდ აღმართული ფიცარნაგით ადიოდა და იქიდან აწიოკებულ ქალაქს ათვალიერებდა. სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატები გამოატანინა და მისგანვე აგებული “ხიდის” შესასვლელთან პირაღმა დააყრევინა. ბრძანა, რიგ-რიგად მოეყვანათ ყველა ქრისტიანი, ქალიცა და კაციც, ყველას ცალკეულად ჩაეწიხლა და დაეფურთხებინა იმ ხატებისთვის და ფიცით უარეყოთ ქრისტეს რჯული. ხოლო ვინც ამას არ აღასრულებდა, იქვე თავი წარეკვეთათ და მტკვარში ესროლათ. ჯალალი სიონის ნაგუმბათევზე იჯდა და ხედავდა, როგორ მიჰყავდათ მის მეომრებს ქართველები და სომხები, როგორ იბრძოდნენ, ჰკვეთდნენ თავებს და ისროდნენ მტკავში თავსა და ტანს ცალ-ცალკე. მხოლოდ მცირე სულმოკლენი შეურაცხყოფდნენ წმიდა ხატებს და უარყოფდნენ ქრისტიანობას.

100 000 თბილისელის სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს უცხო ველურთა მახვილს. დამპყრობლებმა გაძარცვეს და გააპარტახეს თბილისი. ძარცვა-გლეჯვისას არ დაუზოგავთ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მაჰმადიანებიც, რომელთა წყალობითაც ხვარაზმელებმა ქალაქის დაუფლება შეძლეს.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ დღეს წამებული 100 000 უდიდესი გმირი წმიდანად შერაცხა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

“ეკლესიური ცხოვრება ყველას გვჭირდება”

$
0
0

ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” პერიოდულად გაცნობთ ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ იცხოვრონ ქრისტიანული წესების დაცვით. ამჯერად, გაგაცნობთ თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა მამუკა-ანჟელა ეკლესიის მრევლის მამუკა გუბელაძისა და ანჟელა ნაყოფიას ოჯახს. “ამბიონი” ესაუბრა მამუკა გუბელაძეს:

– ჩემი მეუღლე აფხაზეთიდან არის, მაშინ თბილისში ვსაწვლობდი. ერთხელაც ჩემს დასთან წავედი და სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ურთიერთობამ დაახლოებით ერთ წელს გასტანა და 1994 წელს შევქმენით ოჯახი. გვყავს უფროსი გოგო – სალომე გუბელაძე, რომელიც მე-4 კურსზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, მესამე შვილი – დავითი 14 წლის, (ჩვენი მოძღვრის – მამა დავითის საპატივცემულოდ დავარქვით), რომელიც ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლობს. მეორე შვილი – ნოდარი, ტრაგიკულად დაგვეღუპა.

როდის დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება?

– ეკლესიაში ბავშვობიდან დავდიოდი, ვანთებდი სანთელს, ვაკეთებდით საკურთხს, ოჯახებში ეს ტრადიცია შენარჩუნებული იყო. თუ ადრე მხოლოდ სანთელს ვანთებდი, ერთხელაც დაემთხვა კვირა დღე და როცა ეკლესიაში მივედი სანთლის დასანთებად, ვნახე ხალხით სავსე ეკლესია, ძალიან გამიკვირდა, თან მერიდებოდა და ვერც ვიკითხე. საბოლოოდ, ჩემში ამან დიდი ინტერესი გამოიწვია, მინდოდა გამეგო თუ რა ხდებოდა. ვისაც ვკითხე, ისინიც ჩემს მდგომარეობაში იყვნენ. 1999 წლის 13 იანვარს შვილის დაღუპვის შემდეგ დავიწყეთ აქტიური ეკლესიური ცხოვრება. ჩემმა მეგობარმა მოიყვანა მამა დავითი (დათუაშვილი), სწორედ მაშინ გავიცანით მამა დავითი, ის გვარიგებდა და გვასწავლიდა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა.

რას ურჩევდით არაეკლესიურ ადამიანებს?

– ეკლესიური ცხოვრება ყველას გვჭირდება, მაგრამ ადამიანებმა ეს არ იციან. სავალდებულო არ არის ჩემსავით რაღაც შეგემთხვას, რომ ეკლესიაში მიხვიდე. ადამიანი მანამდე უნდა მივიდეს ეკლესიაში, სანამ რამე შეემთხვევა. ეკლესიაში რომ მიხვიდე, ან სამეგობრო უნდა გყავდეს ეკლესიური, ან ვინმემ უნდა გითხრას და გირჩიოს. მამუკა-ანჟელა საჭიროა, ერთხელ ჩაიხედონ ეკლესიურ ცხოვრებაში და მერე ბოლომდე უნდა მიჰყვნენ. ადამიანს, ვიღაცამ უნდა ასწავლოს ეკლესიური ცხოვრება. ვინც ჩახედულია, ის ცდილობს შვილების ეკლესიურად აღზრდას.

როგორია ეკლესიური ადამიანი?

– ადამიანს შეიძლება გარეგნულადაც ეტყობოდეს ის, რომ ის ეკლესიურია. ეკლესიური ადამიანისთვის მთავარია სანდოობა, ასეთ ადამიანს უფრო მეტად ენდობი. ყველა ცოდვილები ვართ, რაც უფრო ვცდილობთ ეკლესიურ ცხოვრებას, მით მეტი განსაცდელი გვხვდება. როცა ეს ადამიანს გააზრებული აქვს, უფრო ერძვის.

ეკლესიური ცხოვრება ეხმარება თუ არა ადამიანს, იმაში რომ ბუნებით უფრო მშვიდი გახდეს?

– რა თქმა უნდა. მყავდა ერთი ნაცნობი, რომელიც ბუნებით აფორიაქებული იყო, მივიდა ეკლესიაში, მაგრამ ვერ გაჩერდა, ბოლოდე არ ჩაიხედა, არ გაჰყვა ეკლესიურ ცხოვრებას და დარჩა ისევ ისეთ აფორიაქებულად. მაგრამ ის, ვინც რჩება ეკლესიაში მშვიდდება, ეს ეტყობა ცხოვრების სტილზეც და აქვს შეზღუდვები.

თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა ეკლესიის მრევლი, მამუკა გუბელაძე ურჩევს ყველას, რომ რაც არ უნდა მოხდეს, კვირა დღეს ყველა უნდა ეცადოს და მივიდეს ეკლესიაში, ამის შემდეგ იგრძნობენ ძალას, შინაგან კმაყოფილებას და უფლის ხელს.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

Viewing all 1609 articles
Browse latest View live