Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

“ცხოვრებაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან. მესამე არ არსებობს”

$
0
0

წმიდა პაისი ათონელი

ცხოვრებაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან. მესამე არ არსებობს. ადამიანების ერთი კატეგორია ბუზის მსგავსია. ბუზს ასეთი თვისება აქვს: ყოველთვის ჭუჭყს ეძებს. მაგალითად: როდესაც ბაღში ბევრი სურნელოვანი ყვავილია და იქვე ღობის ძირში საქონლის ნეხვი, ბუზი გადაუფრენს ყველა მშვენიერ ყვავილს და არც ერთ მათგანზე არ შეჩერდება. მაგრამ როგორც კი დაინახავს უწმინდურებას, მაშინვე მისკენ გაფრინდება და დაიწყებს მის ქექვას. ის ტკბება იმ სიმყრალით, რომელიც ქექვისას წარმოიქმნება და ამ საქმიანობისგან მოწყვეტა არ შეუძლია. ამ ბუზს საუბარი რომ შეეძლოს, კითხვაზე იცის თუ არა, სად არის ვარდები, გიპასუხებდათ: ”არც კი ვიცი, ეს რა არის. სამაგიეროდ, ვიცი სად არის ნაგავსაყრელები, საპირფარეშოები, სასადილოები, ჭუჭყი”.

ადამიანის ერთი ნაწილი სწორედ ბუზს ჰგავს. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც მხოლოდ ცუდზე ფიქრი ისწავლა და ეძებს მას. ამასთან არც იცის და არც სურს სიკეთეში ყოფნა.
ადამიანების მეორე კატეგორია ფუტკრის მსგავსია, რომლის თვისებურებაა, იპოვოს სილამაზე და სიტკბო. ვთქვათ, შენობაში, რომელიც უწმინდურებითაა სავსე, ვიღაცამ კუთხეში შარბათი დადგა. თუ ფუტკარს მივიყვანთ, იფრენს და არსად შეჩერდება, სანამ შარბათს არ იპოვის.
თუ ახლა ამ ფუტკარს დაიჭერთ და ჰკითხავთ, სად არის სიბინძურე, ის გიპასუხებთ, რომ არც კი იცის, ეს რა არის. გეტყვით: ”იქ – ვარდებია, იქ – იებია, იქ – თაფლია, იქ – შაქარია, იქ – შარბათია” – და საერთოდ იქნება ყველაფერი კარგის მცოდნე და არანაირი წარმოდგენა არ ექნება ბოროტებაზე. ეს ადამიანების ის კატეგორიაა, რომელსაც კეთილი ზრახვები აქვს და მხოლოდ კარგს ხედავს.
ბერმა საუბარი ასე დაასრულა:
– მათ, ვინც სხვების დასადანაშაულებლად ჩემთან მოდის, ვუყვები ამ მაგალითს და ვთავაზობ, გაარკვიონ: ადამიანების რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ თავს და რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრალს სდებენ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

Trending Articles