მიტროპოლიტი ფილარეტი
მართლმადიდებლური ფსიქოლოგია.

უწყინარ თამაშობებში და გართობაში სული ისვენებს, დაღლილი ამაოებით, მტკიცდება ერთმანეთთან მეგობრობა. ქრისტიანული თვალსაზრისით დასაშვებია გართობა და თამაშობები, რომლებიც არ ლახავენ ფიქრთა, გრძნობათა, სიტყვათა სიწმინდეს, არ შეურაცხყოფენ თვალს და ყურს, არ ამცირებენ ადამიანის ღირსებას. მაგრამ უნდა მტკიცედ გვახსოვდეს, რომ სადაც განცხრომა და ფუფუნებაა, გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი, სადაც ლოთობა და თავისშექცევაა, იქ არაფერია მყარი, „ყველაფერი მერყევია და ცვალებადი“. უფალი წინააღმდეგია, როცა გართობაზე, დროის ტარებაზე ზედმეტად ფიქრობენ, ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად იხდიან და სულაც არ კრძალავს ყოველივე ამას ზომიერების ფარგლებში, პირიქით, ხანდახან ეს აუცილებლადაც კი მოჩანს კაცისთვის.