29 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“ყოველმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი გზა და მიზანი უნდა იყოს ცათა სასუფეველი. იცით, რომ ყოველ შაბათს გვაქვს შეხვედრა ჩვენს მორწმუნე ადამიანებთან დილის 10:00 საათზე და 12:00 საათზე არის პარაკლისი და დალოცვა ერისა. ბავშვების აღზრდა ეს არის მთავარი მიზანი ჩვენი არსებობისა, ჩვენი ცხოვრებისა, ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს იმ მიზნით, რომ აღვზარდოთ ჩვენი შვილები”, -ბრძანა პატრიარქმა.
საკვირაო ქადაგების შემდეგ ილია მეორემ თბილისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი დალოცა.