“ურწმუნო თომა” – ამ გამოთქმის საფუძვლად თითქოსდა ის იქცა, რომ თომამ მანამ არ ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, სანამ თვით არ იხილა და ხელი არ ჩაჰყო მის ჭრილობებში, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის საფუძლვეს, რომ თომას ურწმუნო ვუწოდოთ. უფლის აღდგომა ერთბაშად სხვებმაც ვერ დაიჯერეს, სანამ თავად უფალი არ გამოეცხადა მათ.
ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო იმდენად დიდია, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო გაგნებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ზეცად ამაღლება. თომა იყო უაღრესად მორწმუნე და დაუღალავი მქადაგებელი ქრისტესი, ამიტომ მკრეხელობაა, როცა ურწმუნო, ათეისტ ადამიანს წმიდა თომა მოციქულს ადარებენ.