Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1614

რატომ დაუშვა ღმერთმა ამდენი რელიგიის არსებობა?

$
0
0

გვპასუხობს მოძღვარი

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
“ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამა არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. ადამიანი თავად ირჩევს რაც სურს. ადამიანი რელიგიური არსებაა და იგი საკუთარი რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილებისათვის სხვადასხვა საშუალებებს მიმართავს; ანუ თუ არ სურს ცოცხალ ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან ურთიერთობა (ღმერთთან ურთიერთობა არის სწორედ რელიგია), ქმნის თავის ჭეშმარიტებას, თავის ცრუ რელიგიას (ხშირად დაცემულ ანგელოზთა ზეგავლენითაც).

ღვთისადმი არასწორ დამოკიდებულებას, ან არამართებულ წარმოდგენას უკვე კაენთან ვხვდებით და ეს კაენის თავისუფალი არჩევანი იყო; ქრისტეს მკვლელობის გადაწყვეტილება იუდეველთა თავისუფალი არჩევანი იყო; მოციქულთა თავგანწირვა ქრისტესათვის ასევე თავისუფალი არჩევანი იყო. ისიც თავისუფალი არჩევანია, როდესაც ქართველი კაცი არად დაგიდევთ წინაპართაგან საკუთარი სისხლით მოტანილ მართლმადიდებლობას და ბაბტისტი ან “იეღოველი” ისე ხდება, რომ წარმოდგენაც კი არა აქვს მართლმადიდებლობაზე.

შენი ნებაა რას მოიმოქმედებ: თვალცრემლიანი და უფლის ტკივილების გამზიარებელი ჯვარცმული ქრისტესთან იდგები, ან “ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე”-ს იყვირებ, თუ არც ერთთან იდგები, არც მეორესთან და ქრისტეს მკვლელობის დროს გულარხეინად მიწას გათოხნი… ყველაფერი შენი ნებაა და შენი არჩევნით წარსდგები მართლმსაჯული ღმერთის წინაშე.

ძალზედ ადვილი დასანახია და ადამიანი ძალით თუ არ დაიბრმავებს თავს, დაინახავს, რომ ყოველი ნიბიჯი ქრისტიანობიდან არის ნაბიჯი უკან, ნაბიჯი ცუდისკენ. ყველა რელიგია ზნეობრივად და ლოგიკურად უსასრულოდ ჩამორჩება ქრისტიანობას; და – მართლმადიდებლობა ერთადერთია, რომელიც შეურყვნელად ინახავს მოციქულთა მოძღვრებას და ტრადიციას.

ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს.”


წყარო: www.orthodoxy.ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 1614

Trending Articles