Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

„მარკოზ, ღმრთის მქადაგებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩვენთვის!“

$
0
0

„კლიმენტი [ალექსანდრიელი] სახარებების თანმიმდევრობის შესახებ გვაუწყებს, რომ „მარკოზის სახარებას ასეთი განგებულება ჰქონდა: როდესაც პეტრე რომში სახალხოდ ქადაგებდა სიტყვას და სულიწმინდით სახარებას წარმოთქვამდა, იქ მყოფი მრავალი მოუწოდებდა მარკოზს, როგორც დიდი ხნის განმავლობაში მის მიმდევარსა და მისი ნათქვამის მეხსიერებით შემნახველს, აღეწერა წარმოთქმული [სიტყვა]. მან შექმნა სახარება მისი მთხოვნელთათვის გადასაცემად. როდესაც ეს პეტრემ გაიგო, არც ბრძანებით აუკრძალა, არც წააქეზა“.

ორიგენე წერს: „მეორე [სახარება] კი არის მარკოზისა. როგორც პეტრემ უამბო მას, მანაც ისე დაწერა, ვისაც [თავის] ძედ აღიარებს კათოლიკე ეპისტოლეში, როდესაც ამბობს: „მოკითხვას გითვლიან ბაბილონში თანარჩეული და მარკოზი, ძე ჩემი“ (1 პეტ. 5, 13)“.

ევსები კესარიელი, „საეკლესიო ისტორია“, VI წიგნი


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles