Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

როგორ მოვიხსენიოთ და მივმართოთ ჩვენს სულიერ მამას?

$
0
0

დღეს, ხშირად გავიგონებთ სულიერ მამათა მოხსენიებისა თუ მიმართვის ფორმების უმართებულოდ ხმარებას.

ნათესაური ურთიერთობის აღმნიშვნელი სიტყვა მამა რელიგიური მნიშვნელობით ხმარებისას აღნიშნავს როგორც ღმერთს (მამა ღმერთი, მამაზეციერი), ისე მის ამქვეყნიურ მსახურს (ღვთისმსახურს) – სასულიერო პირს, მოძღვარი ხოლო მიმართვისას ეს სიტყვა დამკვიდრდა, როგორც – მამაო. “მამაო ჩვენო”-არის ლოცვისას ღმერთისადმი მიმართვის ფორმა (რომელიც შემდგომ იქცა თვით იმ ლოცვის სახელწოდებად, ამ სიტყვებით რომ იწყება).

იმ შემთხვევაში, თუ მამა არის წინმავალი სიტყვა, ის არ უნდა შეიცვალოს სახელთან შეთანხმებისას, იცვლება მხოლოდ მომდევნო საკუთარი სახელი. წმიდა გიორგი – მამა გიორგი, წმიდა გიორგიმ – მამა გიორგიმ, წმიდა გიორგის – მამა გიორგის და ასე ბოლომდე. მიმართვისას კი უნდა გამოვიყენოთ – წმიდა გიორგი! – მამა გიორგი! მიმართვის ასეთი ფორმები: მამაო გიორგი! მამაო ალექსი! ეპისტოლარულ ლიტერატურაში დასაშვებ ფორმადაა მიჩნეული.

მაგრამ ყოვლად დაუშვებელია მამაო ფორმის გამოყენება იქ, სადაც მიმართვის კონტექსტი არა გვაქვს. დღეს კი საკმაოდ ხშირად გვესმის: “მამაო ამბობს”, “მამაომ თქვა”, “მამაოს უთქვამს”… თუ ამ ფორმებს დავაკვირდებით ვნახავთ, რომ ერთ სიტყვას ორი სხვადასხვა ბრუნვის ნიშანი აქვს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს სასულიერო პირთა მიმართ მიმართვის ამ უმართებულო ფორმებზე.

მაშასადამე, სასულიერო პირთა მიმართ მამაო, მხოლოდ მიმართვის დროს უნდა გამოვიყენოთ, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ეს საზოგადო სახელი დამოუკიდებლად გამოიყენება. სწორია: მამა გიორგიმ მითხრა, მაგრამ არა მამაომ მითხრა. იგივე წესი ვრცელდება შემდეგ სიტყვებზე – მეუფე და დედა. სწორია- მეუფე დავითი, მეუფე დავითმა, მეუფე დავითს... მიმართვისას: მეუფე დავით!. სწორია – დედა ქეთევანმა მითხრა და არა დედაომ მითხრა. დედაო – მხოლოდ მიმართვის დროს შეიძლება გამოვიყენოთ.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

წყარო: აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

Trending Articles