საპატრიარქო კორონავირუსის გამო, ეკლესიაში ზიარების წესის ცვლილებას არ გეგმავს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ზიარება ეკლესია-მონასტრებში ჩვეული წესით ჩატარდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა საპატრიარქოს ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენების რეკომენდაციით მიმართა, თუმცა საპატრიარქო ზიარების წესის შეცვლას არ გეგმავს. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს.