საკვირაო წირვაზე უძღები შვილის შესახებ იგავის გახსენებით (როგორ დაუბრუნდა მამას შვილი, რომელმაც მთელი თავისი ქონება გარყვნილი ცხოვ- რებით გაფლანგა, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და მამასთან მსახურად დადგომა გადაწყვიტა, მამამ კი ასეთი სინანულის გამო კვლავ შვილად მიიღო იხ. ლუკ. 15, 11-32), ჩვენი სინანული კიდევ უფრო იზრდება.

ჩვენი სუფრაც შედარებით განტვირთულია: ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ. ამასთან, ეს ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია. ამიტომ, ამ კვირას ხორციელის შვიდეული ეწოდება.
ხორციელის შაბათი – მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს მიცვალე- ბულთათვის ეკლესიებში სრულდება პანაშვიდები.