Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

წმიდათა შორის მამანი ჩვენი, დიდნი მღვდელმთავარნი: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი

$
0
0

3 მღვდელმთავარიხსენება – ახ. სტილით 12 თებერვალი

კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. კონსტანტინეპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს (ხს. 1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი – გრიგოლ ღვთისმეტყველს (ხს. 25 იანვარს), სხვები კი – იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს). ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიშვა.

ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს, რომ თანასწორნი არიან უფლის წინაშე და უბრძანეს ერთ დღეს დაეწესებინათ მათი ხსენება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles