Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

თბილისობა

$
0
0

“თბილისობა”- ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული თბილისში პირველად 1979 წ. 28 ოქტომბერს აღინიშნა. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა 1995 წ. და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თბილისობის აღნიშვნაში მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. თბილისი სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩინებას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ. ძველი თბილისი ჩვენ თვალწინ ცოცხლდება… ტრადიციად იქცა ამ დღესასწაულზე საპატიო თბილისელის დასახელებაც.

“თბილისობის დღესასწაულზე განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ ჩვენი წარსული, ის წინაპრები, რომელთაც ეს ქალაქი დააარსეს, ააშენეს და დაიცვეს. პირველ რიგში, ვახტანგ გორგასალი, რომელმაც, როგორც ჩანს, ამ ადგილას ქალაქი ღვთის ლოცვა-კურთხევით დააარსა, რადგან შემდეგში იგი მთელი საქართველოს დედაქალაქად იქცა; დავით აღმაშენებელი, რომელმაც თბილისი 1122 წელს არაბების მრავალწლიანი მონობისგან გაათავისუფლა. თბილისის ისტორია ისევე მრავალტანჯულია, როგორც მთელი ქართველი ერისა, იგი მრავალგზის დაუნგრევიათ და დაურბევიათ, მაგრამ უფლის ნებით კვლავ აღმდგარა და წელში გამართულა, წინანდელზე უფრო ძლიერი და მშვენიერი. შეუძლებელია თბილისობაზე არ გავიხსენოთ ის ასიათასი ქართველი, რომელიც ჯალალედინმა აწამა რწმენისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსული, არამედ დღევანდელი დღეცაა, რადგან ის ასიათასი ქართველი ახლაც იცავს არა მხოლიად თბილისს, არამედ მთელ საქართველოს. ეს ის ზეციური მხედრიონია, რომელიც უფალს ქართველ ხალხს ავედრებს.

წინაპრების გახსენებამ მომავალზეც უნდა დაგვაფიქროს და საკუთარ გულშიც ჩაგვახედოს, კონკრეტულად რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს საქართველოსა და თბილისისათვის”, – უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (თბილისობა 28 ოქტომბერი, 1988 წ.)

თეონა ნოზაძე


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles