Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

მეზვერისა და ფარისევლის კვირა

$
0
0

მართლმადიდებელი ეკლესია 21 თებერვალს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია წირვაზე წმიდა სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ იგავს იხსენებს, მეზვერე და ფარისეველი თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის, გადასახადების ამკრეფის, მეზვერესი. შეიწყალა იგი და სინანულის გამო დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მორწმუნეებს სინანულისკენ მოუწოდებს.

სახარება ლუკასაგან (18, 10-14)

“10. თქუა უფალმან იგავი ესე: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. 11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, 12. ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. 13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. 14. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.”

მეზვერეები ძირითადად დამპყრობ რომაელებს ემსახურებოდნენ და ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ. ფარისევლები კი, ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. იმით გამოირჩეოდნენ, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო. ისინი ღმრთის კანონებს გარეგნულად ასრულებდნენ, მაგრამ სინანული არ ჰქონდათ.

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეულში ხსნილია ყოვლითურთ. მორწმუნეები ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ იცავენ.

წელს დიდმარხვა 14 მარტს დაიწყება, მას წინ ხორციელისა და ყველიერის კვირეები უსწრებს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles