Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

შურის შესახებ

$
0
0

მღვდელ-მონაზონი მიქაელი (ჩეპელი)

ზუსტად პირიქით...

შური – ეს ამპარტავნების ბრძმედია. შური სიძულვილსა და მტრობას, დანაშაულსა და ღალატს ბადებს. ის ყოველგვარი ბოროტების ფესვია. ამ ფესმა შესაძლოა ისე შებორკოს ადამიანი, შური რომ იგი ჭკუიდან გადაიყვანოს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. ყველზე საინტერსო და შთამბეჭდავი ისაა, რომ ძალიან ბევრი შურსცოდვად არც კი მიიჩნევს. ამჟამად აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია: ყველა ცოდვა ცხოვრებისეულ ნორმად შერაცხონ, ოღონდაც ადამიანს ცოდვებისადმი გულგრილობა ჩამოუყალიბონ. სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობა „ბებიების ზღაპრებადაა“ გამოცხადებული. ამიტომაც ზოგიერთი შურს აღიქვამს, როგორც რაღაც – ბუნებრივს.

არადა ამ დროს შური უამრავი ცოდვის საფუძველია. შემთხვევითი როდია, რომ ეშმაკი ფიზიკურად ანადგურებს მათ, ვინც მისი „უპირატესობის“ გადაჭარბებას მოინდომებს. ერთი შეხედვით პარადოქსალურად მოჩანს, მაგრამ სინამდვილეში უცნაური არაფერი არაა იმაში, რომ ეშმაკი ვერ იტანს ცრუწინასწარმეტყველებს. მზაკვარს არ უყვარს, როდესაც მისი მიმდევრები მისი პირდაპირი „დიდების“ მიტაცებას ცდილობენ. ის უბრალოდ ფიზიკურად ანადგურებს მათ. შეიძლება ითქვას, რომ ეშმაკი აკონტროლებს ამპარტავნების დონეს. ის ზრდის და კვებავს ამ თვისებას ადამიანში სწორედ იქამდე, რამდენადაც მისი სულის მოწამვლისთვისაა საჭირო. მაგრამ ამპარტავნების აღმატებულ, გადაჭარბებულ დონეს სატანა არ დაუშვებს! მას მორჩილი მონები და მსახურები უნდა და არავითარ შემთხვევაში – ამაზე მეტი! თუმცა არსებობს გამონაკლისები: თუკი ადამიანი, საკუთარი ამპარტავნებიდან გამომდინარე, ცდილობს, გადააჭარბოს ღმერთს ან საკუთარი თავი ღმერთად გამოაცხადოს (მუნი, ლენინი, ბესარიონი) და ა.შ. მაშინ მზაკვარი ხელს უწყობს ამას. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერს უამრავი ადამიანის სულიერი სიკვდილი მოჰყვება.მაგრამ ისინიც მხოლოდ ტაქტიკისათვის სჭირდება – ვიდრე ადამინების სწორი გზიდან აცდენის ფუნქცია აკისრიათ. მარადიულობაში ისინი თავისას მიიღებენ.

ძალიან საინტერესო კავშირი – ხორციელ სიბრძნესა და მკვლელობის მშობელ შურს შორის – აღმოაჩინა ნილოს მირონმდინარემ. კაენი შურმა მიიყვანა ძმის ფიზიკურ მოკვდინებამდე.

შურით შეპყრობილი ადამიანის „გამოჭერა“ და მისი მარიონეტად ქცევა ადვილია. არ არსებობს დანაშაული,რომელზეც შური არ წავა. ის თავისი გაუმაძღრობითაა საზარელი. შური ადვილად წყლავს ნებისმიერ ადამიანს – მისი მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად.

შური მოყვასის კეთილდღეობაზე წუხილია. თუკი თქვენ კარგად ხართ ღმერთთან, პირველ დარტყმას სწორედ შურისგან მიიღებთ. მაგალითად, შეშლილად გამოგაცხადებენ და ყველანი ზურგს გაქცევენ. რაც უფრო ახლოს ხართ ღმერთთან, მით უფრო მეტი უბედურება, მწუხარება და ტკივილი დაგატყდებათ თავს. ზოგჯერ შეგაძრწუნებთ კიდეც იმის შეტყობა, თუ ვინ არიან თქვენი ტკივილის მოთავენი. მაგრამ ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს უფალი ღმერთის სამართლიანობასა და სიბრძნეს.

შურის მიზეზს ძებნას ნუ დაუწყებთ. ის გაურკვეველია. განუსაზღვრელი მეთოდები და საშუალებები აქვს. შეუძლებელია ღვთის მოყვარულს მოყვასისა შურდეს.
შური უკიდურესად ღიმილიანია, უკიდურესად ყურადღებიანი, მაშინაც ასეთი იქნება, როდესაც მოშურნე თქვენს „ჯვარზე საცმელად“ ლურსმნებსა და უროს მოიმარჯვებს. შური დღემდე ჯვარმცმელია. და თუ რა ფორმით – ამას მნიშვნელობა არ აქვს.

შურთან მჭიდროდაა დაკავშირებული განკითხვის ცოდვა. ნილოს მირონმდინარე მასზე ამბობს: „მოშურნის, ანუ მოყვასის განმსჯელის მიერ აღვლენილი ლოცვა საძაგლობაა ღვთის წინაშე.“ შემდეგ კი ამ აზრს ასე აგრძელებს: „მადლიერება (იგულისხმება – ლოცვითი), რომელიც განკითხვას შეიცავს, საძაგლობაა ღვთის წინაშე. ანუ, იგი, ვინც სხვებს განიკითხავს, არც კი უნდა ლოცულობდეს.

კაცობრიობა ეშმაკის ბადეებში არის გაბმული. მაგრამ – ეს ისე მზაკვრულადაა მოწყობილი, რომ უმრავლესობა არც კი ეჭვობს ამას.
ცხადია, სიბრიყვეა, მაგრამ ჩვენი ცხოვრების მთელია ამაოება საბოლოო ჯამში იქითკენ მიდის, რომ ხორცის სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. ოღონდაც ამ დროს გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ უდიდეს და აუცილებლ საქმეებს აღვასრულებთ.

ეშმაკი, როგორც წესი, იმ მხრიდან იწყებს ჩვენს გამოცდას, რომელი მხრიდანაც სისუსტეს ხედავს.

როგორ უნდა შემოწმდეს, მოხვდით თუ არა ეშმაკის ბადეში? ხშირად ამის პასუხად თქვენი რეაქცია კმარა: „ფეთქდებით“ თუ არა ამ კითხვაზე? საკუთარი თავის ფლობა თავისთავად კარგი საქმეა, მაგრამ ეშმაკისათვის ამის გვერდის ავლა უბრალო საქმეა. ადამიანი ტყუილად არ აფასებს შესაბამისად ეშმაკის გონებას. თუკი ეშმაკი თავს ევლება ადამიანს, ეს ნამდვილად არ მოსდის მისი სიყვარულით. ადამიანს ის სული უდგას, რომლის დაღუპვაც მას აქვს განზრახული. თუმცა, საბოლოოდ არჩევანი მაინც ადამიანზეა დამოკიდებული. ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა ადამიანის მარადიული ტრაგედიის სათავეს წარმოადგენს.
შურს არ შეუძლია სასარგებლოს არჩევა. მხოლოდ ხედავს სიკეთეს და შური ამწუხრებს.

სწორედ საკუთარი სისულელის გამო, რომ მოშურნე საუკუნო სატანჯველისათვის გაიწირება. მას გაცილებით მეტი სურს, ჯოჯოხეთში ნახოს ის, ვისიც შურს, ვიდრე საკუთარი თავი – სამოთხეში. ეს პრინციპში თავდაყირა დაყენებული ცნობიერებაა. სწორედ მოშურნეები იყენებენ ყველზე სასტიკ შეურაცხყოფას, როდესაც ამის შესაძლებლობა აქვთ. არ არსებობს იმ მოხარხარე სახეზე საშინელი სანახავი რამ, ვიდრე ეს ჩვენი მწუხარების მხილველი მოშურნის სახეა.

შეუძლებელია, მოშურნე სულით ქრისტიანი იყოს. სულერთია, – რა თანამდებობას ან ხარისხსაც უნდა ფლობდეს იგი. თუნდაც რეგულარულად ეკლესიის იატაკს უბრახუნებდეს შუბლს. შურიანი და მართლმადიდებელი – ეს სწორედ რომ სრულიად საპირისპირო რამ არის. ამიტომ იმათი სიხარულით გახარება უნდა ვისწავლოთ, ვინც ჩვენთან ერთადაა. იმ ყველაფერს, რაც სხვას აქვს – ყოველგვარი შურის გარეშე უნდა უყურებდე, არ უნდა ადარებდე თავს არავის – შენს ფიქრებში – იმას რად აქვს და მე რად არ მაქვს, იმაზე უარესი რით ვარო. თუკი მოყვასის დახმარებას ვისწავლით, – როცა მას უჭირს და ასევე მასთან ერთად სიხარულს – როდესაც მათ რაღაც კარგად გამოუვათ, დავინახავთ, რომ ჩვენი ცხოვრებაც უკეთესობისაკენ იცვლება. ღმერთმა ხომ ბედნიერი, ნეტარი ცხოვრებისთვის გაგვაჩინა?! ძალიან ხშირად იმას, რომ ამგვარად უკვე აქვე – დედამიწაზე ვიცხოვროთ, ხელს უშლის არა რომელიმე ბნელი ძალა, არამედ, თავად ჩვენ – ჩვენი ცოდვებით.

სტატიების კრებული
2015 წ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

Trending Articles