Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1614

ხატებისა და გულზე დასაკიდი ჯვრების კურთხევა

$
0
0

როგორც წესი, ეკლესიის სამღვდელო წესებში ყველაზე ხშირად გვხვდება ხატებისა და გულზე დასაკიდი ჯვრების კურთხევა. საერთო კურთხევის გარდა, თითოეულ მორწმუნეს შეუძლია ცალკეც შეუკვეთოს მღვდელმსახურს თავისი ხატისა თუ ჯვრის კურთხევა.
ხატი იკურთხება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ხატი ახლად არის დაწერილი ანდა დამზადებული;
  • თუკი ის ხელახლა იქნა დამუშავებული (მაგალითად, თუკი ქაღალდის ხატი ხის დაფაზე დააკრეს) ან რესტავრირებული;
  • თუკი ხატი შეგინებას ან შებილწვას ეწია (მაგალითად, თუკი ნაგავში იქნა გადაგდებული – შემთხვევით ან განზრახ).
  • ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლური ხატწერა დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვან საეკლესიო ტრადიციებზე. ამიტომ, კურთხევის წინ მღვდელმსახურმა ყურადღებით უნდა დაათვალიერის ხატი, რათა დარწმუნდეს გამოსახულების შესაბამისობაში საეკლესიო წესებთან და ტრადიციებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მან უარი უნდა უთხრას ხატის პატრონს მის კურთხევაზე.
    გულზე დასაკიდი ჯვრები შეიძლება იკურთხოს როგორც ძეწკვით, ასევე უძეწკვოდაც – ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. არ შეიძლება ისეთი ჯვრების (ჯვარცმების) კურთხევა, რომლებიც მართლმადიდებლური კანონიკით არ არის შესრულებული (მაგ. როდესაც, იგი შექმნილია „კათოლიკური“ ჯვარცმების მსგავსად – მაცხოვრის ფერხნი ჯვარისებურად ერთურთზე დაწყობილი და ერთი ლურსმნით მიმსჭვალული).
    გულზე დასაკიდ ჯვარს დიდი მოწიწებით უნდა მოვეპყრათ და არასდროს არ ჩამოვიხსნათ იგი. გამონაკლისს შეიძლება შეადგენდეს ის შემთხვევა, როცა ახლადმონათლული ჩვილი ხელს ავლებს ჯვარს, სახესთან მიაქვს ხოლმე და შეიძლება რაიმე ზიანი მიიყენოს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ბავშვისაგან ჩამოხსნილი ჯვარი მის გვერდით უნდა მოვათავსოთ – მაგალითად, მის საწოლთან დავკიდოთ. გულსაკიდ ჯვარს არ უნდა ვატარებდეთ ტანსაცმლის ზემოდან, ყველას დასანახად (როგორც ამას ხშირად იქმან, განსაკუთრებით ქალბატონები).

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


Viewing all articles
Browse latest Browse all 1614

Trending Articles