Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

პირველი ნაბიჯი ცხონებისაკენ

$
0
0

მღვდელ-მონაზონი მიქაელი (ჩეპელი)
ზუსტად პირიქით…

როგორც წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) წერდა: „ვინც გადარჩენას ეძებს, საკუთარ თავს დაღუპვის პირას მყოფად უნდა თვლიდეს. სინამდვილეში კი თანამედროვე ადამიანებს გულწრფელად არ ესმით, მრევლი-ეკლესიაში კერძოდ რისგან გადაარჩენს მათ ქრისტე. გადაარჩენს პირველ რიგში ცოდვისგან და მისი შედეგებისგან.

ცოდვა ისაა, რაც ადამიანს ღვთისაგან განჰყოფს. თავდაპირველად ადამისა და ევასაგან შემოსული ცოდვა მათ შთამომავლობაში უკვე მათსავე უნებურად ცხოვრობს. ქრისტეს მიერ, რომელიც თვისი ადამიანური ბუნებით ყველაფრით ჩვენი მსგავსი იყო – გარდა ცოდვისა – ღმერთმა ადამიანი ცოდვის მონობისაგან გამოისყიდა, მაგრამ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში კაცის ბუნება მაინც ხრწნადი რჩება. ამიტომაც ცნობიერად ჩადენილ ნებისმიერ, თუნდაც მცირე ცოდვას ადამიანი კიდევ უფრო დიდ ცოდვამდე მიჰყავს, რაც ერთი შეხედვით წინა ცოდვასთან სრულებით არ არის დაკავშირებული; თუმცა მის მიერაა გამოწვეული, შედეგი არჩევნისა, რომელსაც როგორც ქრისტესმიერი მცნებებით და ცოდვებით ცხოვრებას შორის აკეთებს იგი.

ცოდვის საწყისი შეიძლება იმ ვირუსს შევადაროთ, რომელიც შესაძლოა, წლების განმავლობაში ცხოვრობს ადამიანის სხეულში, არანაირად არ ვლინდება და თავის დროს ელის. მაგრამ საკმარისია, მოხდეს რაიმე და ვირუსი ორგანიზმის დანგრევას იწყებს. ზოგიერთი ვირუსი სისხლზე მოქმედებს, ზოგიერთი – ნივთიერებათა ცვლაზე, სხვა – თირკმელზე, ზიანდება ნერვული სისტემა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული მათგანი ასუსტებს ადამიანს, რომლის სხეულშიც ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და მისი სიცოცხლეს ემუქრებიან, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ის არ მკურნალობს. სწორედ ასევე მოქმედებენ ადამიანზე ცოდვები. „წვრილი,“ ყოველდღიური „შეცოდებები“ სინანულს არ ჰგვრიან მას და ამით კიდევ უფრო საშიშები ხდებიან თავიანთი უზომო სიმძიმით. ყოველი რკო თავის თავში მუხას მოიცავს: „უცოდველმა“ გადაცდომამ შესაძლოა, უსაშინლესი შედეგები გამოიღოს. ამის მაგალითი ცხოვრებაშიც აურაცხელი ვიცით და ლიტერატურაშიც.

ძნელია უცებ გამოეყო და მოსწყდე ვნებებით მართულ სამყაროს. ადამიანი აქ ისეა, როგორც პატარა დეტალი უზარმაზარ ლოკომოტივში, რომელიც ისეთ სიჩქარეზეა დაპროგრამებული, რომ მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. რომ მოსწყდე კიდეც მას, ინერციით კიდევ დიდხანს მოგიწევს მოძრაობა. და რაც უფრო წონადია ჩვენი ცოდვები, მით უფრო იზრდება ინერციის ძალა და მით უფრო გვიმძიმს და უფრო მეტი დრო გვჭირდება.

ადამიანის ყველა ცოდვა ძველი და ახალი აღთქმის პირველი მცნების დარღვევიდან იღებს სათავეს. ესაა ღვთის სიყვარულის მცნება. ბევრს არც კი უნდა, რომ ჭეშმარიტად შეიმეცნოს, თუ რას ნიშნავს ღმერთი, ეკლესია, მართლმადიდებლური სწავლება, წმინდა ნათლისღება. მათ ეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი არანაირად არ უკავშირდება „ნამდვილ ცხოვრებას,“ და გაცილებით „რეალურად“ ეჩვენებათ ჯადოქრობა, მკითხაობა, გათვალვა, რაც ათეისტურ მსოფლმხედველობასთან თანაარსებობს. ასეთი ადამიანები ეკლესიაში რომც მოდიოდნენ – ტრადიციიდან თუ სხვადასხვაგვარი ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამომდინარე – ისინი იმასაც, რაც ეკლესიაში ხდება, ერთგვარ მაგიურ ქმედებად თვლიან.

უკვდავება და მარადიული ცხოვრება არ სწამთ, მაგრამ სწამთ, რომ თუ რაღაცისთვის სანთელს დაანთებენ, ის შეუსრულდებათ. თუ პარაკლის შეუკვეთავენ სხვა რაღაც ხდება, ხოლო, თუ კვერექსში მოახსენიებინებენ, მაშინ – სხვა. ზოგიერთი ათწლეულობით რომ დადის ტაძარში და ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობს, მაინც ამგვარ მსოფლმხედველობას ინარჩუნებს. მათში არ არსებობს ღვთისმოსაობა, სიწმინდისადმი პატივისცემა, და მერე უკვირთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ასე ცუდად მისდით.

ზოგიერთები ტაძარში ისე მიდიან, როგორც კლუბში – ინტერესისთვის. რაკიღა ურთიერთობისათვის სხვა წრე არ გააჩნიათ, მსახურებისას, ანდა მისი დასრულების შემდეგ უაზრო ჭორებს განიხილავენ. შესაძლოა, ის ადამიანები, სამყაროს ამგვარად რომ გრძნობენ, თან ღმერთს მიმართავდნენ და თანაც – „თავის დასაზღვევად“ ჯადოქრებთან და ექსტრასენსებთან დადიოდნენ. მათ არ სჯერათ უფლის სიყვარულის, მაგრამ, თუ ამავე დროს ფიქრობენ, რომ თუკი ღმერთს უყვარს ადამიანები, გამოდის, რომ მისი არ უნდა ეშინოდეთ. რაკი ღმერთი კეთილია, მცნებები რომ დაარღვიონ, ამას ცუდი შედეგი არ მოჰყვება.
ასეთმა ხალხმა სახარება კი არ უნდა წაიკითხოს, არამედ, ლევიტელთა წიგნი – ძველი აღთქმიდან. იქ წერია: „ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმინდურებთ თავს.“ და „თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლონ. მათზეა მათი სისხლი.“

ძალიან ბევრს არ სჯერა, რომ ყველა დანაშაულზე მოუწევს პასუხისგება. ასეთი ადამიანები მოვლენებს უყურებენ „გაუმართლას“ და „არ გაუმართლას“ პრიზმაში და ღრმა მიზეზებს არ ეძებენ. მათ არ შეუძლიათ გაარჩიონ ერთმანეთისაგან, თუ რას გულისხმობს ღვთის განგებულება ადამიანთან მიმართებაში: ყოველდღიურად, რაც უნდა დაბლა დაეცეს კაცი, მას სინანულისა და გადარჩენის შესაძლებლობა აქვს. ეს ფაქტი (განგებულების არსებობა) მათთვის დეტერმინირებულია და ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შეცდომები წინასწარაა განსაზღვრული და რაც უნდა ვეცადოთ,მოსახდენი მოხდება.

მტკიცე რწმენის, ღვთის სიყვარული უქონლობა – ეს ცოდვილი შენობის საიმედო საძირკველია. რადგანაც თუკი ეს შინაგანი საზღვრები არ არსებობს, ადამიანი ადვილად სჩადის იმ ცოდვებს და დანაშაულსაც კი, რაც მას აზრადაც კი არ მოუვიდოდა, შინაგანად რომ აკავებდეს რწმენა.

მაგრამ, როგორც მაცხოვარმა თქვა, ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულიდან იწყება. მოყვასი კი თითოეული ადამიანია, რომელსაც ცხოვრება გვახვედრებს. ყველასთან ერთად ლოცვა და მუხლთდრეკა ღვთისმსახურებისას ამ მსახურებაში მონაწილეობას ნიშნავს. მსახურებისას ლაპარაკი – ღვთისადმი პირდაპირი უპატივცემულობაა. რად უნდა დადიოდე იმასთან, ვინც არ გიყვარს და ვისაც პატივს არ სცემ?! მაგრამ ამაზე უმნიშვნელო არაა ის, რომ ეხმარებოდე გვერდით მდგომებს და იმათ, ვისაც უჭირთ. უამისოდ შესაძლოა, ჩვენი ლოცვები ოდენ რიტუალურ ქმედებად იქცეს.

ერთმა ადამიანმა ღვთისმსახურს ჰკითხა: „თავად მე შეწყალებას ვითხოვ ღვთისაგან, არადა, სახელმწიფოსგან ვითხოვ, რომ სხვები კანონის მიხედვით დასაჯოს. განა შეწყალებას რომ ვითხოვ, ამის უფლება მაქვს?“ და ეს უბრალო კითხვა როდია! სახარებაში ნათქვამია, რომ ჩვენ იმ მსჯავრით განვისჯებით, რომლითაც ჩვენ თავად განვსჯით სხვებს. ანუ ჩვენ სრულყოფილების იგივე სახე მოგვეთხოვება, რასაც სხვებისგან ვითხოვთ. შესაბამისად სასჯელიც ისეთივე იქნება, როგორც ჩვენ დავსჯიდით ვინმეს იმგვარივე დანაშაულებისათვის.
როდესაც ადამიანი მეტისმეტად დაეჭვებულია, მას ცხოვრებაში შიშები სდევს თან. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ჯერ კიდევ შორსაა ღვთისაგან. მტკიცე რწმენის მოწმობაა, როდესაც იგი ღვთისადმი იმგვარი რწმენითაა აღსავსე, რომ მტკიცედ მიაბიჯებს ცხოვრებაში, წარმოსახვით და რეალურ პრობლემებს ძლევს.

სტატიების კრებული
მოსკოვი, 2015 წ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles