უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდისთვის გაგზავნილი თხოვნის პასუხად, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ რამდენიმე თვით დარჩება. ამჟამად სიწმინდე ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული, რომელიც ალავერდის მონასტრიდან გადმოაბრძანეს.
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები 1 ივლისამდე დარჩება.
ივნისისა და ივლისის თვეში წმინდა ნაწილთა მოგზაურობის გარნრიგი:
24 ივნ.- 1 ივლ. ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის სახ. ტაძარი;
1 ივლ.- 8 ივლ. წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარი (თემქა);
12 ივლ.- 15 ივლ. 100 000 მოწამის სახელობის ტაძარი (დიდი დიღომი);
15 ივლ.- 22 ივლ. წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (მტკვრის მარცხენა სანაპირო);
22 ივლ.- 29 ივლ. მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი.