ქვაბისხევი სოფელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დვირის თემში. მდებარეობს მდინარე ქვაბისხევის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 980 მეტრი, ბორჯომიდან 18 კილომეტში.
სოფლის მახლობლად დგას VIII-IX საუკუნეების დარბაზული წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ააგეს. მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი — დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია.
ფოტო: თეონა ნოზაძე