Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1614

წმიდა სინოდის სხდომა (22.12.2015)

$
0
0

სინოდი 22 დეკემბერს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ გააკეთა.

მეუფის განცხადებით, წმიდა სინოდის სხდომაზე მართლმადიდებელმა ეკლესიამ რამდენიმე პირი წმინდანად შერაცხა, ასევე განათლების საკითხები განიხილეს.

“წმიდა სიდონია, რომელმაც უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სვეტიცხოველში განისვენებს, მისი დედა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა, ილია მართლის ხსენება ორჯერ განაწესა. ასევე კიდევ ერთი ახალი წმინდანი შერაცხეს”, – განაცხადა მეუფემ.

მიტროპოლიტ ზოსიმეს თქმით, წმიდა სინოდის სხდომაზე განიხილეს განათლებასთნ დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში, არსებული საპატრიარქოს დაქვემდებარებულ საგანამანთლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლების დაფინანსების საკითხი გადაიხედება. “გადაიხედება ეს საკითხი და თანხების გადანაწილება მოხდება. ამ საკითხის განხილვა მოხდა წმინდმა სინოდის მიერ”, – აღნიშნა მეუფე ზოსიმემ.

მეუფის თქმით, ეპარქიებში ცვლილებები არ განხორციელდება.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1614

Trending Articles