ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო. ტაძრის აშენების თხოვნით თურქეთის სულთანს ბათუმელ ბერძენთა დელეგაციამ მიმართა. თხოვნაზე თანხმობა მიიღეს, იმ პირობით, რომ ტაძარში ზარები არასოდეს დაირეკებოდა.
პირველი ლიტურგია 1871 წელს გაიმართა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ეკლესიამ შეწყვიტა ფუნქციონირება, ხოლო 1946 წელს მართლმადიდებელი მრევლის შემოწირულობით ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია და აღდგა მღვდელმსახურება (მის.: ფარნავაზ მეფის ქ. #16).
ფოტო: თეონა ნოზაძე