Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

ფუძნარის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია (XIII ს.)

$
0
0

დუშეთის მუნიციპალიტეტი

ფუძნარის ღმრთისმშობლის ეკლესია მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ნაგებობა და გამორჩეულია საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში გუმბათიანი ტაძრების იშვიათობის გათვალისწინებით.

ფუძნარი

სარკმლებს ქვევით, ქვიშაქვის სამ ფილაზე, არის ოდნავ დაზიანე­ბული ასომთავრული წარწერა: “ქ. სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა (აქ სიტყვა არ იკითხება), დედამან დიდმან შნ ცოველის ასულმან ხათუნაყ აღვაშენე (აქ ისევ არ იკითხება ორი-სამი სიტყვა) წმიდისა ღვთისმშობელისა სალოცველად სულთა ჩუენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად ჩუენთა (აქ ისევ არ იკითხება სიტყვები) ეკლესია (აქაც აკლია ბოლო სიტყვა)”.

მეცნიერთა ერთი ჯგუფის ვარაუდით, „ხათუნაყ“ სახელის ქვეშ ლაშა–გიორგის ხარჭად შერაცხული მეუღლეს (დავით ულუს დედა) ხათუნა შეიძლება იგულისხმებოდეს, ანუ ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მის მიერ შეიძლება იყოს აგებული.

ტაძარი სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლიდან დაიწყო და რამოდენიმე ეტაპად განახორციელა.

ფოტო: თეონა ნოზაძე


Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

Trending Articles