Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

ნიკორწმინდის ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდება, მიმდებარე ტერიტორია კი კეთილმოეწყობა

$
0
0

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე რეგიონული განვითარებისა ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე განხილეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტაძრამდე მისასვლელი გზისა და სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სოფლის ცენტრიდან ტაძრისკენ მიმავალ გზაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს. პროექტის მიზანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

Trending Articles