Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

წმიდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა

$
0
0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 28 მაისს წმინდა მოციქულთა სწორი მეფე მირიანის და დედოფალ ნანას წმიდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქართლის სამეფო ტახტზე მე-4 საუკუნეში მეფობდნენ. დედოფალი ნანა პონტოელი მთავარსარდლის ასული იყო. მეფე მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და ქართულ კერპებს. ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანული მოძღვრების შესახებაც გაგებული ჰქონდა. მის ყურამდე მისული იყო წმიდა კონსტანტინე დიდის მიერ მტრის სასწაულებრივი დამარცხების ამბავი.

მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ქადაგებით მეფე-დედოფალი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოექცნენ. მათი მეფობის ჟამს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.

მცხეთაში წმინდა ნინოს მეშვეობით მოძიებულ უფლის კვართის ადგილას მეფე-დედოფლის მეშვეობით სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი აიგო. წმინდა მეფე მირიანი და წმინდა დედოფალი ნანა მცხეთაში, სამთავროს ეკლესიაში არიან დაკრძალული.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles