Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1614

საქართველოს ბუნებრივი სტიქიური მოვლენები

$
0
0

საქართველოს ტერიტორია ბუნების სტიქიური პროცესების მრავალსახეობრივი სპექტრით, განვითარების მასშტაბურობით, დროში განმეორებადობით, მოსახლეობის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სამეურნეო-საინჟინრო ობიექტებისადმი მიყენებული ნეგატიური შედეგებით ჩვენი პლანეტის მთიან მხარეთა ურთულეს რეგიონს განეკუთვნება. წყალდიდობა საქართველოს ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შესახებ გვესაუბრება გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი, რომელიც მოსახლეობას რჩევებსაც უზიარებს.

გიორგი დვალაშვილი: “საქართველოში ბუნების სტიქიური მოვლენების განვითარებას ადგილი ჰქონდა ადრეულ ეტაპზეც, მაგრამ გარემოზე მათი უარყოფითი ზემოქმედება შეზღუდული იყო თვით ადამიანის გონივრული დამოკიდებულებით. ბოლო პერიოდში დასამუშავებელი მიწების და დასახლებული ტერიტორიების შემცირების გამო, მოსახლეობამ ძლიერ დახრილი და თანაც სარისკო ფერდობების ათვისება დაიწყო. ყოველივე ამას მოჰყვა სტიქიური პროცესების ფართო მასშტაბით გააქტიურება და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამძაფრება.

წყალმოვარდნა წყლის დონის უეცარი მატება, განპირობებული თავსხმა წვიმებით ან თოვლის ინტენსიური დნობით. წყალმოვარდნა ძნელად პროგნოზირებადი მოვლენაა. მდინარეთა წყალდიდობა ოთხი ტიპისაა, რომლებიც ერთმანეთისაგან განმეორების სიხშირით, მასშტაბითა და მიყენებული ზიანის ოდენობით განსხვავდებიან. ესენია:

უმნიშვნელო წყალდიდობა დამახასიათებელია ვაკის მდინარეებისათვის, აღინიშნება 5-10 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორიის 1/10, არ იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს და არ არღვევს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

მნიშვნელოვანი წყალდიდობა დამახასიათებელია როგორც ვაკის, ისე მთის მდინარეებისათვის, აღინიშნება 20-25 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას ფარება მდინარის ხეობის მნშივნელოვანი ნაწილი. იწვევს არსებით მატერიალურ ზარალს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუაციას და ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლას.

საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული რიცხობრივი და მასშტაბური ზრდით და ამასთან დროში განმეორებადობის ინტერვალების სიხშირით გამოირჩევა მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები. ამჟამად თბილისის ტერიტორიაზე აღწერილია 60-ზე მეტი მეწყრული უბანი 52 ღვარცოფული ხევი. საქართველოს მასშტაბით თუ 1962 წლისთვის აღრიცხვული იყო 264 ღვარცოფტრანსფორმირებადი ეროზიული სადინარი, XXI საუკინის დასაწყისისთვის 2750-ს მიაღწია.

მასშტაბური წყალდიდობა მოიცავს მდინარის მთელ აუზს, აღინიშნება 50-100 წელიწადში ერთხელ. ხშირ შემთხვევაში თითქმის მთლიანად იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორია, დასახლებული პუნქტები. იწვევს დიდ მატერიალურ ზარალს, მკვეთრად ცვლის ადამიანთა ყოფა-ცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობას, მოითხოვს მოსახლეობისა და მატერიალური ფასეულობების ევაკუაციას.

კატასტროფული წყალდიდობა — იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები, მთლიანად, პარალიზებულია ადამიანის საქმიანობა. მოიცავს არაერთი მდინარის აუზს, აღინიშნება 100-200 წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად. ამგვარი წყალდიდობა იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, უდიდეს მატერიალურ ზარალს.’

რაზეა დამოკიდებული წყლადიდობის ზარალისა და მსხვერპლის რაოდენობა?

უმთავრესად დამოკიდებულია სტიქიის ინტენსივობაზე, ქვეყნის განვითარების დონეზე, დახმარების ოპერატიულობაზე, სტიქიის პროგნოზირებაზე, მოსახლეობის სიმჭიდროვეზე, სტიქიის მოხდენის დროზე.

როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის დროს?

• შეტყობინების სიგნალის მიღებისთანავე, დაუყონებლივ დატოვეთ შესაძლო კატასტროფული დატბორვის ზონა და გადადით უსაფრთხო რაიონში;
• წაიღეთ რამოდენიმე დღის სამყოფი კვების პროდუქტები, წყლის, მედიკამენტების და საჭირო ნივთების მარაგები;
• გატარდით რეგისტრაციაში საევაკუაციო პუნქტში;
წყალდიდობა • ევაკუაციას ექვემდებარება შინაური ცხოველებიც;
• თუ გაქვთ საშუალება, ძვირფასი საოჯახო ნივთები გადაიტანეთ სახლის ზედა სართულებზე;
• პირველი სართულის ფანჯრები და კარებები ამოჭედეთ გარედან ფიცრებით;
დატბორვის მოულოდნელად განვითარების შემთხვევაში:

საქართველოში მიწის რესურსების დაცვისა და ათვისების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია წყალდიდობასთან ბრძოლის სწორად წარმართვას. ჩვენს ქვეყანაში ეროზიით მიყენებული პირდაპირი ყოველწლიური ზარალი 120 მლნ დოლარით განისაზღვრება, აქედან, სოფლის მეურნეობის ობიექტებისადმი-40-60 მლნ-თი.

რამდენად შედეგიანია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება?

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ყოველთვის როდი იძლევა სასურველ შედეგს, განსაკუთრებით თუ მეწყრის სხეული დიდი სიმძლავრისაა. იმ ღონისძიებათა შორის რომელიც ამ თვალსაზრისით შეიძლება გატარდეს აღსანიშნავია, ბეტონის ბოძების ჩადგმა მეწყრის მთელ სხეულში და მისი დაცურების ზედაპირის ქვეშ მდებარე ქანებში, მეწყრის ცოცვის შესაბამისი ორიენტირების ღრმა თხრილის გაკეთება და მათი ინერტული მასალით ამოვსება წყლების დრენაჟის მოწესრიგების მიზნით, მეწყრის ძირთან მისი ენის კიდეზე საყრდენი ბეტონის კედლის გაკეთება და სხვა.

სტიქიური პროცესებისაგან მოსახლეობის დაცვისა და გარემოს მდგრადი ათვისების სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პოლიტიკის სცენარი აუცილებელია ეყრდნობოდეს სხვადასხვა დონეზე კარგად ორგანიზებულ გეომონიტორინგულ კვლევებს.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1614

Trending Articles