Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

დიდი სამშაბათი

$
0
0

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულის შესახებ, რათა ვისწავლოთ სულიერი სიფხიზლე და მზად ვიყოთ იმ მოულოდნელი წამისთვის, როცა – “სიძე მოვალს შუაღამესა”.

სანთელი ამ დღეს გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმიდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ, განსაკუთრებით კი – მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის, როცა გვეუბნება: “რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ” (მთ. 25,40).

დიდ სამშაბათს (ცისკრის ჟამნზე, რიგის კანონთა წაკითხვის შემდეგ), იკითხება წმ. იოანე ოქროპირის 77-ე სიტყვა მათეს სახარების 24-ე თავის 32 და 33 მუხლების შესახებ. აქ საუბარია სულიერ ზაფხულზე, ანუ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დადგება ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა ჩაივლის საწუთრო – “ცოდვის ზამთარი”.

III, VIდა IX ჟამნებზე განჩინებული სახარებების კითხვის დასრულების შემდეგ იკითხება წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა მოწყალებასა და კვლავ ათ ქალწულზე.

წმიდა ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს შემდეგ კონდაკზე:

“ჟამსა მას განსვლისასა იხსენებდი შენ, ოი, სულო ჩემო, შეძრწუნდი მოკვეთისა მისგან ლეღვისა, და მოცემული შენდა ტალანტი, განამრავლე შრომითა და სიყვარულითა, საწყალობელო, იღვიძებდ და ლმობიერად უღაღადებდ: ქრისტე მრავალმოწყალეო, ნუ განმაგდებ მე სასძლოსაგან შენისა”.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles