Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

ორმოცი წამებულის სახელობის ეკლესია ნოქალაქევში

$
0
0

ორმოცმოწამეთა ეკლესია ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში ადრინდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. ეკლესია თარიღდება V ს-ის II ნახევრით, ან VI ს-ის I ნახევრით. ეკლესიის ფერწერული დეკორი შეისწავლა ზ. სხირტლაძემ და მოხატულობის თავდაპირველი ფენა VI-VII საუკუნეებით დაათარიღა.

მეექვსე საუკუნის ეკლესია ქრისტიანობას შეწირულ 40 კაბადოკიელ მეომართა სახელზეა აგებული. ამ დღეს, ჭეშმარიტი რწმენისათვის თავდადებულ მოწამეთა სახელობის ტაძარი, საქართველოს ყველა კუთხიდან მადლის მისაღებად მოსული მომლოცველებით ივსება.

იმ დროისათვის, რა დროითაც ნოქალაქევის ორმოცმოწამეთა სახელობის ეკლესიაა დათარიღებული, ორმოცი სებასტიელი მოწამე დიდი ხნის კანონიზირებულია, რასაც მოწმობს ჯერ კიდევ IV საუკუნეში შექმნილი ჰომილია ბასილი დიდისა _ ,,ორმეოცთა მოწამეთათვის“. ვ. სილოგავა ფიქრობს, რომ ,,V-VI სს-ში ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელზე ეკლესიის აგება საქართველოში და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ბიზანტიის ეკლესიასთან მისი მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია“.

22 მარტს, ორმოცი სებასტიელი მოწამის ხსენების დღეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წირვა აღავლინა ნოქალაქევში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე მდებარე ორმოცმოწამეთა სახელობის ტაძარში.

წყარო: ნანა სულავა, “სენაკის მუნიციპალიტეტის ტოპონიმია”


Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

Trending Articles