ატენის სიონი (VII ს) ადრე შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა. ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2012 წელს განხორციელდა ნაგებობის სამშენებლო მასალის მდგომარეობის შეფასება და ლაბორატორიული კვლევა;
საერთაშორისო სპეციალისტების – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ინჟინერის ანტონიო ბალდინისა და ქვის კონსერვატორის სტეფანო ვოლტას მიერ ჩატარდა ატენის სიონის ენდოსკოპიური კვლევა სამშენებლო ქვის შესწავლა და საკონსერვაციო მასალების ტესტირება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იმავე -2012 წლიდან დაიწყო სხვადასხვა ტიპის საკონსერვაციო სამუშაოები ტაძრის მთელ პერიმეტრზე. ძირითადი აქცენტი ტაძრის ფასადის რელიეფებისა და ორნამენტული ქვების გამაგრებაზე გაკეთდა.აღნიშნული საქმე დიდ შრომას და ხანგრძლივ სამუშაოებს მოითხოვს, ამიტომ საკონსერვაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.
შემსრულებელი: შპს “ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრი”
წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა