4 დეკემბერს, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად ბედნიერია ქართველი ხალხი, რომ წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფლის განგებით მოხდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ამისთვის ჩვენ ვმადლობთ უფალს. ტაძრად მიყვანება კიდევ ერთხელ გვეუბნება თუ რამდენად ძვირფასია ტაძარი ადამიანის ცხოვრებაში. ყოველი ტაძარი არის კარიბჭე სასუფლევლის. ყოველი ადამიანი უნდა შევიდეს ტაძარში, რომ გახდეს ღირსი სასუფევლის. უფალმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო, მთელი ქვეყანა გახდეს ღირსი ტაძარში შესვლის”, – განაცხადა პატრიარქმა.
იხილეთ ქადაგების ვიდეოვერსია: