პოლინოზი (L. pollen მტვერი, Gk. nosos ავადმყოფობა) მცენარის ყვავილის მტვრის მარცვლით გამოწვეული ალერგიაა.
ადრე გაზაფხულის პერიოდში პოლინოზის სიმპტომებს იწვევენ ადრე მოყვავილე ხე მცენარეთა გვარები: Corylus- თხილი, Alnus-მურყანი, Cupressus-კვიპაროსი, Ulmus-თელა, Fraxinus-იფანი, Populus-ვერხვი და სხვა.
ამ ჯგუფში ყველაზე მაღალი ალერგენული თვისებებით გამოირჩევა Cupressus-კვიპაროსი და განსაკუთრებით საყურადღებოა.
როგორ ვლინდება პოლინოზი?
სიმპტომები:
- უხვი წყლისებრი გამონადენით ცხვირიდან
- მრავალჯერადი, შეუჩერებლივი ცემინებით
- ცხვირის გაჭედვით
- ცხვირის ქავილით
- ცრემლდენით
- თვალების სიწითლით
- თვალების ქავილით
- ყურების ქავილით
- სასის ქავილით
- სუნთქვის გაძნელებით
- სპაზმური ხველით
- ბრონქოსპაზმით
როგორ შეიძლება დავადგინოთ გვაქვს თუ არა ალერგია ხე-მცენარეთა მტვრის მიმართ?
კანის სინჯებით;
სისხლში ალერგენების გამოვლენით:
- სპეციფიკური IgE-ის განსაზღვრით თითოეული ალერგენის მიმართ:
- მულტიალერგენული მოლეკულური ტესტებით
წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი