Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

ხასიათის სიმტკიცე –წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

$
0
0

სახარებიდან ვკითხულობთ, რომ ჰეროდე მეფეს ეშინოდა იოანე ნათლისმცემლისა, რადგან იცოდა, რომ მართალი და წმიდა იყო, უსმენდა მას და დიდ პატივსაც მიაგებდა. მაშასადამე, მას მისი მოკვლა არ უნდოდა. მაშ, რატომ მოაკვეთინა თავი? იმიტომ, რომ სუსტი და მერყევი ხასიათი ჰქონდა და ბილწი და ბოროტი დედაკაცის, ჰეროდიას შესმენას დაემორჩილა. აი, რა დიდი უბედურებაა, როცა კაცს ხასიათის სიმტკიცე აკლია. რაც გინდა დიდი ჭკუა და განათლება და რა გინდ კეთილი გული არ უნდა ჰქონდეს მას, ასეთი კაცი ვერასოდეს ვერცერთ კეთილ საქმეს ვერ აღასრულებს, იგი უთუოდ ვინმე ბოროტის ხელში არმოჩნდება. უკეთუ გვსურს, რომ კაცი, ადამიანი ვიყოთ და საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც სარგებლობა მოვუტანოთ, ხასიათის სიმტკიცე უნდა გვქონდეს, ე.ი. ჩვენი სინდისითა და ჭკუით უნდა ვმოქმედებდეთ და არა სხვათა შეგონებით. ქრისტეს სჯულის აღსრულება ხასიათის დიდ სიმტკიცეს მოითხოვს, რამდენადაც ამქვეყნად ქრისტიანის ცხოვრება ერთი დაუსრულებელი ბრძოლაა. ამ ბრძოლაში გამარჯვებული ის გამოვა, ვისაც მტკიცე ხასიათი აქვს, სუსტი და მერყევი ხასიათის მქონენი კი, პირიქით, იძლევიან და მარცხდებიან.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles