Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

ნათლისღების წინა დღეს მორწმუნეები მარხულობენ

$
0
0

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს – იესო ქრისტეს ნათლისღებას დღესასწაულობს.

18 იანვარს ნათლისღების დღესასწაულისთვის მომზადება ხდება. ნათლისღების წინა დღეს მორწმუნეები ერთდღიანი მარხვით აღნიშნავენ.

შობის დღესასწაულის შემდეგ, 17 იანვრის ჩათვლით პერიოდი, მორწმუნეთათვის ხსნილი იყო – ოთხშაბათსა და პარასკევს მათ არასამარხვო საკვების მიღება შეეძლოთ. შესაბამისად, ნათლისღების წინა დღე, ქრისტეშობის დღესასწაულის შემდეგ, პირველი მარხვაა, რომელსაც მართლმადიდებლები იცავენ.

ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles