შეუძლია თუ არა სიცივეს გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი?
ცივ და მშრალ ჰაერს შეუძლია გააღიზიანოს ზედმეტად მგრძნობიარე ბრონქები და გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.
რა ხდება ასეთ დროს?
ასეთ დროს ხდება ბრონქის კუნთის შევიწროვება და ლორწოს ჭარბი რაოდენობით გამოყოფა
როგორი სიმპტომებით ვლინდება სიცივით გამოწვეული ბრონქოსპაზმი?
ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით
ხმაურიანი მსტვინავი სუნთქვით (ე.წ ვიზინგით)
შებოჭილობით გულ-მკერდის არეში
ხველით
რა საპროფილაქტიკო ზომები მივიღოთ?
ცივ ამინდში რეკომენდებულია შარფის ტარება, რათა გავათბოთ და დავატენიანოთ ჰაერი შესუნთქვამდე.
თუკი თქვენ გაქვთ ასთმა, ან ოდესმე სიცივეში გაგივითარდათ ბრონქოსპაზმი – თან ატარეთ სპაზმის მომხსნელი ინჰალატორი.
წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი