საქართველოსთვის უჩვეულო ცივი ზამთრის პირობებში, კიდევ ერთხელ განვიხილოთ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სიცივემ ალერგიულ პაციენტებში.
სიცივე და კანი?
დაბალი ტემპერატურა კანის გამოშრობის ყველაზე ხშირი მიზეზია, რაც ატოპიური დერმატიტის განვითარებასა და გამწვავებას უწყობს ხელს.
რით ვუშველოთ?
არ დაგავიწყდეთ კანის რეგულარულად დატენიანება
წელიწადის ამ დროს ხშირია სიცივით გამოწვეული ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების შემთხვევებიც
რით ვუშველოთ?
გარეთ გასვლისას ატარეთ ხელთათმანები, კაშნე და ქუდი
სიცივე და სასუნთქი გზები
სურდო ან ცხვირის გაჭედვა ხშირი პრობლემაა ზამთარში
რით ვუშველოთ?
ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი მარილიანი ხსნარებით და არ გამოიყენოთ ცხვირის გამხსნელები 5-7 დღეზე მეტხანს
ზამთარში ბრონქოსპაზმის ხშირი ეპიზოდები უკავშირდება ცივი ჰაერის მიერ ბრონქების გაღიზიანებას და სასუნთქი გზების გამოშრობას.
რით ვუშველოთ?
მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე, შეიფუთეთ, რათა პირით არ შეისუნთქოთ ცივი ჰაერი
თუკი აღნიშნული ღონისძიებები არასაკმარისია, დროულად მიმართეთ ალერგოლოგს, რათა არ მოხდეს დაავადების დამძიმება.
წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი