Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

შემოდგომის ხილი და ალერგია

$
0
0

ხილის ალერგიის სიმპტომები ხშირად ასოცირდება ორალური ალერგიის სინდრომთან (OAS). ამ ტიპის ალერგია ასევე ცნობილია, როგორც მცენარე-საკვების ალერგია. ის ვლინდება ჯვარედინი რეაქტიულობით, როდესაც იმუნური სისტემა ვერ ანსხვავებს მცენარის და საკვების ცილებს, რომლებიც გვხვდება ნედლ ხილში, ბოსტნეულსა და თხილეულში.

მცენარე და მასთან ჯვარედინად მორეაგირე საკვები პროდუქტები ხშირად ლოგიკურ კავშირში არ არიან ერთმანეთან, ამიტომ პაციენტებისთვის გაუგებარია, თუ რატომ აქვთ მათთვის დამნაშავე მცენარის ყვავილობის დროს ხილსა, ბოსტნეულსა თუ თხილეულზე რეაქცია.
ჯვარედინად მორეაგირე მცენარეები და მათთან ასოცირებილი ხილი და ბოსტნეულია:

არყის ხე: გარგარი, ვაშლი, ალუბალი, კივი, მსხალი, ატამი და ქლიავი.
ბალახები: ნესვი, ფორთოხალი, კურკოვანი ხილი, ნიორი, ნიახური
ამბროზია: ბანანი, ნესვი, კურკოვანი ხილი, ნიახური.
ზოგიერთი ადამიანისთვის საკვებზე რეაქცია არ არის ჭეშმარიტი ალერგიის მიზეზით გამოწვეული, არამედ კვებითი აუტანლობაა. იმის გამო, რომ ხილის ალერგიას და ხილის აუტანლობას, ხშირად აქვთ მსგავსი ნიშნები და სიმპტომები, ისინი შეიძლება შეცდომით ერთმანეთში აერიოთ პაციენტებს.

ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს ხილის, ბოსტნეულისა და თხილეულის აუტანლობა.

ამის შესაძლო მიზეზებია:

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS)
ლაქტოზას აუტანლობა
ფრუქტოზას აუტანლობა
გლუტენის არაცელიაკიური აუტანლობა
საკვები დანამატები (მაგ. სულფიტები, შხამქიმიკატები და სხვა), რომლითაც ხდება პროდუქტების შეწამვლა და დამუშავება.
ფსიქოლოგიური ფაქტორი და სხვა.

თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასადგენად, რათა დადგინდეს თქვენი დისკომფორტის წყარო.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles