Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

შემოქმედის მონასტერი

$
0
0

გურიაში საპატიო ადგილი უჭირავს სოფელ შემოქმედს თავისი მდიდარი წარსულით. აქ ძველთაგანვე აღმართულია დიდებული მონასტერი, სადაც ისხდნენ მიტროპოლიტები, ,,შემოქმედელებად“ წოდებულნი.

შემოქმედი ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, ქალაქის ცენტრიდან 5 კილომეტრზე. თვითონ შემოქმედის მონასტერი, როგორც უმრავლესობა საქართველოს ეკლესია-ტაძრებისა, მაღლობზეა აგებული. სოფელსა და მონასტერს შუაში გიჟმაჟი მთის მდინარე, ბჟუჟი, ჩამოუდის. მდინარის მარჯვენა ნაპირას, გორაკის ძირში არის გამოქვაბული, რომელიც ადრე დაყუდებული ბერების ბინა ყოფილა.

თედო სახოკია იხსენებს: ,,მშვენიერი მდებარეობა აქვს თავად მონასტერს: სამხრეთ-დასავლეთით მოსჩანს ჯუმათის მთა, აღმოსავლეთით – აჭარის მთების მწვერვალნი, დასავლეთ-სამხრეთით – ერთი ნაწილი გურიისა და ფირუზის ფერი შავი ზღვა, რომელზედაც ჩიტების ოდენად მოსჩანს სანდლების გაშლილი აფრები“.

მონასტერი ორი ტაძრისაგან და სამრეკლოსაგან შედგება. მარჯვენა ტაძარი XII საუკუნის ,,ღვთაებაა“, მარცხენა _ XVI საუკუნის ,,ზარზმა“. ორივე ტაძარი ერთმანეთზეა მიშენებული.

შემოქმედის მონასტერი არამარტო გურიაში, მთელ საქართველოში ერთ-ერთ მდიდარ მონასტრად ითვლებოდა. ეს იყო სამარხი ადგილი გურიელთა. აქ დასაფლავებულნი არიან: გურიელი მამია, დედამისი, დედოფალი მარინე, შემოქმედელი ეპისკოპოსები…

გურიელები პატრონობდნენ შემოქმედის მონასტერს და ყოველთვის უხვი შეწირულობით ამდიდრებდნენ მას; აქვე პოვებდნენ უსაფრთხო ადგილს ძვირფასი ჯვარ-ხატები, ქართველების მიერ წამოსვენებულნი მტერთაგან აოხრებული სამცხე-საათაბაგოდან.

შემოქმედში დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: გულანი, ანუ საეკლესიო საკითხავებისა და ლოცვების კრებული, და ,,ფუტკარი“, ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგიერთი წმინდანის ცხოვრებათა კრებული. შემოქმედის გულანი 1004 ძალიან სქელ ქაღალდის ფურცელს შეიცავდა.

წყარო: guria.gov.ge


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles