Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

გილოცავთ მირქმა-მიგებების დღესასწაულს!

$
0
0

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი: ერთი შეხედვით, როგორი უბრალო, მაგრამ მრავლისმეტყველი და დამაფიქრებელი ხატია…

თითქოს სვიმეონ მიმრქმელის თვალებში ჩანს არა მხოლოდ სიხარული შეხვედრისა, არამედ სირთულეც მოთმინებისა და მოლოდინისა…
ტკივილი შეხვედრამდე გასავლელი რთული გზისა…
შრომა შეხვედრისათვის მზადებისა…
სიბრძნე და მოუკლებელი ძალისხმევა მიწიერის დათმობისა, მასზე ხელის გაშვებისა და სიწმინდის მირქმისა და ჩახუტებისა…
სახეზეა გზაც – დროებითი სამშობლოდან მარადიულ სამშობლოში გამგზავრებისა…
დაბოლოს, ბედნიერება! – ძველი კაციდან, ახალი კაცის დაბადებისა…

ისე უნდა შეეხო, რომ არ მოგინდეს ხელის გაშვება, რადგან თუ არ ჩაეჭიდე ღმერთს, თუ არ შეიყვარე და გულში არ ჩაიკარი, ძალიან ძნელია, ,,ხელი” გაუშვა ცოდვას…

დღეს მეც, შენც, უკლებლივ ყველას, ვინც ელოდებოდა, ,,გვაწვდიან მას”…

თუ გამოართმევ, უნდა გაუფრთხილდე, უნდა ჩაიხუტო, უნდა ჩაეჭიდო, რადგან ის ჯერ ძალიან სუსტი და მოწყვლადია, შეიძლება ადვილად ,,დაკარგო”…
თუმცა მხოლოდ მასზე ჩახუტებული, ჩაჭიდებული (აზროვნებით, გულით, რწმენით) ადამიანი შეძლებს გაუშვას ხელი ,,ძველ კაცს” (საკუთარ თავშივე) და შეიმოსოს ახალი…

ყველას განგვეცადოს ,,ახალი კაცის” დაბადების სიხარული…

გილოცავთ მირქმა-მიგებების დღესასწაულს!

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles