Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

ინფორმაცია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით

$
0
0

21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.

ამ დღეს მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანებული იქნება ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, – „მანუგეშებლის“ ასლი და აღვლენილი იქნება საზეიმო ლიტურგია.

წირვას ჩაატარებს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. წირვაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი.

ლიტურგია დაიწყება 10:00 საათზე.

ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს!


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles