Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

რა შეიძლება იყოს ჯვრისწერის დამაბრკოლებელი?

$
0
0

რა შეიძლება იყოს ჯვრისწერის დამაბრკოლებელი?

წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა მალხაზი (ყიფიანი): “ჯვრისწერის დაბრკოლების მიზეზი შეიძლება იყოს ნათესაური, სულიერი, ხორციელი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. ჯვრისწერა ყოველივე სასულიერო პირთან უნდა იყოს გარკვეული და თუ ეს მღვდლის უფლებებს აღემატება, მაშინ ამ საკითხს ქორეპისკოპოსი წყვეტს.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მარხვის პერიოდში, დედათა წესის დროს, მარხვის შემდგომი მსგეფსის პერიოდში (აღდგომიდან ერთი კვირა, ასევე შობის მარხვის შემდგომი ორი კვირა, ნათლისღების დღესასწაულამდე) არ სრულდება ჯვრისწერა. ამასთან, სამშაბათ და ხუთშაბათ დღის მეორე ნახევარში, რადგან შემოდის ოთხშაბათი და პარასკევი, მარხვის დღეები.

მარხვის დღეებში და მსგეფსის დროს, ჯვრისწერის აღსრულება, უფლის განგებით და საეკლესიო ტრადიციით იმიტომ არის დაუშებელი, რომ იმდენად დიდია ამ საეკლესიო და საუფლო დღესასწაულების მადლი მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ამ საეკლესიო დღესასწაულის მნიშვნელობას არ უნდა გარდაემეტებოდეს ყოფით ცხოვრებაში მომხდარი რაიმე მოვლენა, თუნდაც ეს იყოს ჯვრისწერა.”


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles