Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

ყოველდღიური ლოცვები

$
0
0

ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით
ყოველსა ჟამსა სულითა…“
(ეფეს. 6, 18)

ლოცვა შეიძლება ყველგან, სადაც არ უნდა იყო, სახლში, გზაში თუ ღვთის ტაძარში, რადგანაც ღმერთი თავისი არსებით ყველგან არის. ქრისტიანი ვალდებულია ილოცოს სახლში დილას და საღამოს, საზრდოს მიღების წინ და შემდგომ, ყოველი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას. ამ ლოცვებს ყოველდღიური ლოცვები ჰქვია.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჭამის წინ, ლოცვის თქმის შემდეგ საზრდოს ჰაერში გადავსახავთ ჯვარს.

მსუბუქი ჭამის, ხილის მიღების წინ, წყლის დალევის წინ ლოცვას არ ვამბობთ სრულად, არამედ გადავიწერთ პირჯვარს და პროდუქტსაც ჯვარს გადავსახავთ.

აგრეთვე, თუ ადამიანი მთელი დღე საქმიანობს, მაგალითად სახლის საქმეებს აკეთებს, საქმის დაწყების (ასევე დამთავრების) ლოცვას იტყვის ერთხელ და არა ყოველი კონკრეტული ქმედების წინ.

დღის განმავლობაში ვასრულებთ სხვა მოკლე ლოცვებსაც, მაგალითად, დღეში შვიდგზის ლოცვას და იესოს ლოცვას.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles