
რამდენჯერ შეიძლება ვაკურთხოთ სახლი?
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: საქართველოში სახლს, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ აკურთხებენ. საჭიროების შემთხვევაში, იგი შეიძლება უფრო ხშირად, თვეში ერთხელაც კი იკურთხოს. სახლის (ოჯახის) კურთხევისას მღვდლის ლოცვით ოჯახზე გადმოდის ღვთის მადლი, ეძლევათ მფარველი ანგელოზი, მაგრამ ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მოდის, რომლებიც ქრისტეს წმინდა მცნებებით იცხოვრებენ; ეს ძალიან კარგად ჩანს თვით სახლის კურთხევის ლოცვებშიც. ამიტომ კარგია და აუცილებელიც სახლის (ოჯახის) კურთხევა, მაგრამ უმთავრესია საკუთარი სულის განწმენდა, ანუ ნამდვილი ქრისტიანული (ეკლესიური) ცხოვრება.
წყარო: www.orthodoxy.ge