Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

“რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!”

$
0
0

მღვდელი ნიკოლოზ სხულუხია: “ღმერთი, როგორც უზენაესი მშობელი, რომელსაც ყველა შვილი თანაბრად უყვარს, მრავალი სახით აჩვენებს მათ ჭეშმარიტებისა და ცხონების გზას. სულიერი აღზრდის ერთ-ერთი ამგვარი გზა იგავური სახის თხრობაა. ეს სწავლების ის ჟანრია, რომელშიც ჩვენ, მრევლი, არათუ პასიური მსმენელნი ვართ ჭეშმარიტი მოძღვრებისა, არამედ შეძლებისდაგვარად გონისეულად – მისი შემეცნების თანაშემოქმედნი.

ლუკას სახარების მერვე თავში მოთხრობილ მთესვარის შესახებ იგავში მაცხოვარი მოგვიწოდებს, ვიყოთ სულიერად ძლიერნი, რათა ვერც განსაცდელმა და სულიერმა უმწიფრობამ, ვერც გამოუცდელობამ თუ ცხოვრებისეულმა საზრუნავებმა ვერ განგვაშორონ მარადიული ცხოვრების რწმენას.

ეს სწორედ ის მდგომარეობაა, რომელიც, როგორც უფალი ბრძანებს, მხოლოდ და მხოლოდ გულის სიწრფელითა და სიმშვიდით მოიპოვება და შედეგია იმ ჭეშმარიტების გზით სვლისა, რომელსაც მხოლოდ რწმენით, სულიერი თვალით მხედველნი ხედავენ და მიჰყვებიან, ხოლო მცირედმორწმუნენი ვერც ამჩნევენ მას.

ამიტომ მოგვიწოდებს უფალი, მივიღოთ ღვთის სიტყვა, როგორც ჭეშმარიტების მარცვალი და გავამრავლოთ იგი ჩვენში, რათა ამ გზით მოვიპოვოთ მარადიული ცხოვრება.”

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles