Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

რატომ მოვდივართ ეკლესიაში?

$
0
0

რატომ მოვდივართ ეკლესიაში? განა, იმისათვის, რომ სიცხისაგან დავიხუთოთ? ან ნაცნობები ვნახოთ და მათ გამოველაპარაკოთ? რა თქმა უნდა, არა. ამის მიზეზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ამაღლებული და ამაღელვებელი. ეკლესიაში მოვდივართ სწორედ იმიტომ, რომ ეკლესია ეს არის ერთგვარი საავადმყოფო და ყველა ჩვენგანს გვჭირდება მკურნალობა. ეს არის ადგილი, სადაც ხდება ჩვენი განკურნება. რით განსხვავდება იგი სხვა საავადმყოფოებისაგან. არსებობს ერთი დიდი განსხვავება. და ეს არის შემდეგი: მომაკვდავ ადამიანსაც კი გააჩნია ამ საავადმყოფოში გადარჩენის იმედი. სწორედ ამიტომაც, ჩემო ძმებო, მოვდივართ აქ. და მოვდივართ იმისათვის, რომ განვიკურნოთ.

როგორ განვიკურნებით? განვიკურნებით ლოცვით. ალბათ იკითხავთ, განა ვერ ვილოცებთ ჩვენ-ჩვენს სახლებში? რა თქმა უნდა, სახლებშიც შეგვიძლია ლოცვა, მაგრამ აქ სრულდება სწორედ ღმრთაებრივი მსახურების საიდუმლო, რომელიც შეუძლებელია მოხდეს ჩვენს სახლებში. ჩვენ აქ ვხდებით ამ საღმრთო საიდუმლოს თანამონაწილეები. სწორედ აქ ვეზიარებით უფლის განსაკუთრებულ მადლს, ვიღებთ რა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ეს დიდი მოვლენაა. ამიტომაც, ჩემო ძმებო, სწორედ ეს უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების მიზანი, რომ არ დავრჩეთ უფლის მადლის გარეშე. სწორედ მაშინ იგებს ადამიანი, თუ სინამდვილეში რა არის ადამიანი, როცა მასში დაივანებს უფლის მადლი.”

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles