Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

ჩვენი დანიშნულება

$
0
0

თუ დაფიქრდებულხარ რა არის ადამიანის დანიშნულება? ღვთის სამსახური! ჩვენ შექმნილნი ვართ ყოვლადუსასრულო და ყოვლადსრულქმნილი ღვთის სამსახურისთვის. თანაც არა აქვს მნიშვნელობა შევიმეცნებთ ჩვენ ამას თუ არა. მსახურება – ეს ყველას საქმეა.

ადამიანის ბედნიერება ღვთის სამსახურშია. ბენდიერების ზომა მსახურების პროპორციულია. რაღაც ამდაგვარი ხდება მუსიკოსებში, მხოლოდ მას, ვინც კარგად იცის თავის საქმე, ვინც შეაღწია ჰარმონიის საიდუმლოებებში, შეუძლია დატკბეს მუსიკით. მაგალითად: ბეთჰოვენს მუსიკის მოსმენისას სამოთხეში წარმოედგინა თავი.

მილიონობით მოღვაწენი, მიუხედავად ყოველგვარი გაჭირვებისა და ტანჯვისა, განიცდიდნენ ნეტარებას იმიტომ, რომ მტკიცედ იდგნენ ღვთის სამსახურში.

ჩვენი სურვილები მომავალ ცხოვრებაშიც ღვთისკენ იქნება მიმართული. როგორ შეხვალ ღვთის სასუფეველში და როგორ მიიღებ ნეტარებას, თუ ამ ცხოვრებაში არ დადიოდი ტაძარში და არ ისწავლე ღვთის სამსახური? ის, ვინც არ დადიოდა სკოლაში და არ ისწავლა ანბანი, როგორ შეძლებს უნივერსიტეტში შესვლას?

მომავალ ცხოვრებაში, როდესაც ყველაფერს ნამდვილი შეფასება მიეცემა და ჭეშმარიტებას დავინახავთ, ბევრი მწარედ ინანებს და იტყვის: „რომ მცოდნოდა ამის შესახებ ადრე,“ მაგრამ გვიან იქნება. ვინც არ გაიხარჯა ამ ქვეყნად თავისი დანიშნულების მიხედვით, მან დაკარგა სასუფეველი სამუდამოდ.

არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles