Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

ზოგიერთი პრაქტიკული რჩევა ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებით

$
0
0

ჩვეულებრივ, ნათლისღების საიდუმლოს ტაძარში აღასრულებენ. ძველად იგი საღვთო ლიტურგიაში იყო ჩართული და ახალმონათლულებს იმავე მსახურებაზე ზიარებაც შეეძლოთ. დღეისათვის ეს პრაქტიკა ხმარებაში აღარ არის და როგორც წესი ნათლობის განგება ცალკე სრულდება. ყველა შემთხვევაში საჭიროა წინდაწინ მივიდეთ ეკლესიაში, გავარკვიოთ როდის უნდა მივიდეთ ნათლობისათვის და რა უნდა ვიქონიოთ თან. ბევრ ტაძარში (თუ საეკლესიო მაღაზიაში) დღეს შეიძლება ნათლისღების საიდუმლოს შესასრულებლად საგანგებო მოსანათლი კომპლექტების შეძენა, ანუ: გულზე დასაკიდი ჯვარისა, სანთლებისა, თეთრი ზეწრისა თუ ტილოსი (ემბაზში სამგზისი შთაფვლის შემდეგ მიმრქმელნი მონათლულებს ამ ზეწარს შემოახვევენ), თეთრი საგანგებო სამოსლისა – კვართისა, რომელშიც მოსანათლნი იმოსებიან ნათლობისას.

ასევე, ნათლისღების შემდეგ უნდა შევიძინოთ და შევავსოთ ნათლობის მოწმობა, რომელშიც იწერება მონათლულისა და ნათლიის (ან ნათლიების, თუ ერთზე მეტია) სახელი და გვარი, ნათლისღების საიდუმლოს აღმსრულებელი მღვდელმსახურის წოდება და სახელი და გვარი, ეკლესიის სრული დასახელება, სადაც ნათლობა შესრულდა, ასევე ნათლობის თარიღი. ნათლობის შემდეგ მონათლული სასურველია ეზიაროს. ამიტომ ზრდასრულმა ადამიანმა ნათლობის წინ უნდა თქვას აღსარება (თუკი საიდუმლო საღვთო ლიტურგიის დროს ან მანამდე აღესრულება), დილიდანვე თავი შეიკავოს საზრდოსა და სასმელის მიღებისაგან, რათა ნათლობის დასრულებისთანავე ეზიაროს უფლის წმინდა საიდუმლოთ.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles