Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

რა სიხშირით უნდა ვეზიარებოდეთ

$
0
0

თითოეული მორწმუნისათვის, მისი სულიერი ცხოვრების დონის კვალობაზე, ამ კითხვას სავსებით კონკრეტული პასუხი აქვს: იგი მისმა სულიერმა მოძღვარმა უნდა განსაზღვროს.

წმინდა სერაფიმე საროველი ამ კითხვაზე ასე პასუხობდა: „საჭიროა გამოუტოვებლად აბარებდეთ აღსარებას და ეზიარებოდეთ ყველა (ოთხივე) მარხვაში, და გარდა ამისა ათორმეტი უდიდესი და დიდი დღესასწაულის დროს: რაც უფრო ხშირად ეზიარებით, მით უკეთესია, თუმცა არ უნდა გაიტანჯოთ თავი იმ ფიქრით, რომ არა ხართ ზიარების ღირსნი და არ უნდა გაუშვათ შემთხვევა, რაც შეიძლება ხშირად ისარგებლოთ იმ მადლით, რომელსაც ქრისტეს წმინდა საიდუმლოთადმი ზიარება გვანიჭებს. ზიარებისაგან მონიჭებული მადლი იმდენად დიდია, რომ რა უღირსი და ცოდვილიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუკი იგი თავისი დიდი ცოდვიანობის ოდენ თავმდაბალი შეგნებით მიეახლება უფალს, რომელმაც ჩვენ ყველანი გამოგვისყიდა, – დაე, თუნდაც თხემით ტერფამდე ცოდვის წყლულებით იყოს დაფარული, მაინც განიწმინდება ქრისტეს მადლით, მერმე კი სულ უფრო და უფრო განათლდება, მთლიანად ნათელიც შეიქმნება და ცხონდება“.
სხვა ბერი, ღირსმოწამე ნიკონ ოპტელი (ბელიაევი) წერდა: „რა არის უმჯობესი: იშვიათად ვეზიარებოდეთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოთ თუ ხშირად?

ძნელი სათქმელია. ზაქე მეზვერემ სიხარულით მიიღო თავის სახლში ძვირფასი სტუმარი – უფალი, და კარგადაც მოიქცა. ასისთავმა კი, თავისი თავმდაბლობით, შეგნებული ჰქონდა რა საკუთარი უღირსობა, ვერ გაბედა მისი მიღება თავის სახლში, და ისიც კარგად მოიქცა. მათი საქციელები თუმცა კი ურთიერთსაპირისპიროა, მაგრამ თავიანთი შინაგანი აღძვრით – ერთნაირია. და უფლის წინაშე ორივე ერთნაირად ღირსეული წარმოჩნდა. აქ არსი იმაში მდგომარეობს, რომ ღირსეულად განვიმზადოთ თავი ამ უდიდესი საიდუმლოსათვის“.

მთავარი წესი, რომელიც უნდა დავიცვათ ზიარების საიდუმლოს აღსრულებისას, ის არის, რომ ზიარების მიღების სიხშირე უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს სულიერ განვითარებას. ამ შესაბამისობის დარღვევას მორწმუნის მხრიდან ერთს შემთხვევაში შეიძლება მოჰყვეს რწმენის განგრილება და სულიერ ძალთა შესუსტება, სულიერი დაქვეითება, ხოლო სხვა შემთხვევაში – არაჯანსაღი მოვლენები სულიერ ცხოვრებაში.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles