Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა

$
0
0

აღდგომიდან მე-5 კვირას სამარიტელის კვირა აღინიშნება. ეს დღესასწაული ამქვეყნიური ცოდვების დათრგუნვასა და სულიერ ღირებულებებზე ფიქრთან ასოცირდება.

წმინდა სახარება მოგვითხრობს, უფალი იესო ქრისტე გალილეის მხარისკენ მიემართებოდა. სამარიის ქალაქ სუქარში, წყაროსთან მოსასვენებლად ჩამოჯდა, სადაც სამარიტელ დედაკაცს გაესაუბრა და იმ სათნოებაში დამოძღვრა, რომელსაც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა ეწოდება.

სამარიტელ დედაკაცთან შეხვედრა შემთხვევითი არ იყო, რადგანაც უფალს სარწმუნოებაში ჭეშმარიტების მარცვლის დათესვა ყველგან სურდა.

სახარების ეს მონაკვეთი, რომელსაც დღესასწაულზე წაიკითხავენ მაცხოვრის მიმართ სამარიტელი დედაკაცის მიერ ნათქვამი სიტყვებით იწყება: „უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც თაყვანისცემა გვმართებს. გვითხარი სად გვმართებს ღვთის თაყვანისცემა“.

და მიუგო უფალმა: „დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ.“

სახარების ეს მონაკვეთი მიგვანიშნებს, რომ მთავარი არა მხოლოდ გარეგნულად თაყვანისცემა არამედ უფლის სულით და ჭეშმარიტებით თაყვანისცემაა.

მიუხედავად დედაკაცის ცოდვიანი ცხოვრებისა, მასში ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემის „ადგილის“ მოძიების დაფარული სურვილი იყო. მასში ღვთის სიტყვის მისაღებად და დასაჯერებლად საკმარისი სარწმუნოება აღმოჩნდა.

სამარიტელი დედაკაცის მაგალითით, უფალი ლოცვისა და თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს.

ტროპარი:

ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგებაი ანგელოზისაგან ოსწავეს უფლისა მოწაფეთა დედათა და პირველი იგი წყევაი განაგდეს, და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს: დაიხსნა სიკვდილი, რამეთუ აღდგა ქრისტე მკვდრეთით და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.

კონდაკი:

სარწმუნოებით მოსრულმან წყაროსა ზედა სამარიტელმან გიხილა შენ წყალი სიბრძნისა, რომლისა მსმენელმან უხვებით დაიმკვიდრა საუკუნოდ მაღალი იგი სუფევაი, ვითარცა მარადის დიდებულმან.


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles