
მოგეხსენებათ, ჩვენში ერთ დროს ძალიან იყო გავრცელებული ყმაწვილების მოტაცება და გაყიდვა უსჯულოებზე. ასე მიჰყიდეს ერთი ბიჭი ფაშას, რომელმაც იგი დაიყენა თავისთან. ყოველ ღამით ბიჭს მასთან შემოჰქონდა თასით წყალი და ფეხს ბანდა. ბიჭი მორწმუნე ოჯახში იყო გაზრდილი და ისე არ დაწვებოდა, რომ არ ელოცა. ერთხელაც წააწყდა წმიდა გიორგის ხატს და ძალიან გაიხარა. წმიდა გიორგის მთელი მისი ოჯახი სცემდა თაყვანს და ოჯახის მფარველადაც მიაჩნდათ. ბიჭს მისდამი ცოცხალი რწმენა ჰქონდა. იგი მთელი გულითა და არსებით შეევერდა ხატს დახმარებოდა და ოჯახში დაებრუნებინა.
და მოხდა საოცრება: საღამოს, როცა წესისაებრ იგი ფაშას ოთახისაკენ თასით ხელში გაეშურა, უეცრად საკუთარ სახლში, მამამისის ფეხებთან აღმოჩნდა. ასე აუსრულა წმიდა გიორგიმ გულისწადილი ბიჭს.