Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

ნათლისღებასთან დაკავშირებული აქტუალური კითხვები –წმ. მამების პასუხები

$
0
0

– შეიძლება თუ არა ნათლისღების განმეორება?

ნათლისღების განმეორება არ შეიძლება – თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.

წმ. კირილე იერუსალიმელი

როგორ უნდა გავიგოთ იმ სიტყვათა მნიშვნელობა, რომელთაც ნათლობისას წარმოვთქვამთ: „განვაგდებთ სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა“?

რომელ საქმეთა? – მრუშობას, სიძვას, ბიწიერებას, სიცრუეს, პარვას, შურს, მჩხიბავობას, მარჩიელობას, თავშეუკავებლობას, მრისხანებას, ბილწისტყვაობას, მტრობას, შუღლს, ეჭვიანობას. განვეშორები ლოთობას, უქმმეტყველებას, ამპარტავნებას, უდებებას. განვეშორები გმობას, სატანურ სიმღრებს, სპირიტიზმს… ყოველივეს ვერ ჩამოთვლი. განვეშორები ყოველგვარ სიბილწეს, რაც სძაგს უფალს.

წმ. ეფრემ ასური

ვისი სახელით ნათელვიღეთ?

ვის მიმართ ნათელ–იღე? – მამის მიმართ! კარგი. მაგრამ ეს იუდეველურიცაა. ძისა მიმართ! კარგი, ეს უკვე აღარ არის იუდეველური, მაგრამ კიდევ არც სრულყოფილია… სულიწმიდის მიმართ! – შესანიშნავია, ეს უკვე სრულყოფილია, მაგრამ უბრალოდ, მხოლოდ მათ მიმართ და მათ მიერ ნათელ–იღე, თუ მათი საერთო სახელი? – დიახ, მათი საერთო სახელით – ყოვლადწმიდა სამების სახელით ნათელ–იღე.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

-მიეტევება თუ არა ადამიანს ნათლობისას ყველა ცოდვა?

წმიდა ნათლობის შემდეგ ხდება მიტევება პირველქმნილი ცოდვისა და ნათლობამდე ადამიანის მიერ ჩადენილი ყველა ცოდვისა. წმიდა ნათლობის წყალობით ცოდვას ადამიანზე ბატონობის ძალა ჩამოერთმევა.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

-შეიძლება თუ არა, რომ სხვა აღმსარებლობის ადამიანი გვყავდეს ნათლიად?

რამდენადაც ნათლია საკუთარ თავზე იღებს ნათლულის რწმენაში განმტკიცების ვალდებულებას, ამდენად უაზრობა იქნებოდა სხვა რწმენის მქონე პირის ნათლიად ყოფნა, ასეთი მხოლოდ მართლმადიდებელი ადამიანი უნდა იყოს.

წმ. იოანე(მაქსიმოვიჩი)

– როგორი წყალია ნათლისღების ემბაზში?

ნათლისღების ემბაზში უბრალო წყალი კი არ არის, არამედ ქრისტეთი აღსავსე წყალია.

წმ. კირილე იერუსალიმელი

აუცილებელია თუ არა ადამიანის ხსნისათვის წყლით ნათლობა?

წყლით ნათლობა აუცილებელია ადამიანის ხსნისათვის. მხოლოდ წმიდა მოწამეთათვისაა დაშვებული გამონაკლისი, რომელნიც საშინელ დევნილებათა ჟამს საკუთარ, ქრისტეს რწმენაში დაღვრილ სისხლში ინათლებიან და ამგვარად ისინი უწყლოდაც მოიპოვებენ ცათა სასუფეველს.

წმ. კირილე იერუსალიმელი


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles